LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მსოფლიოს ისევე სჭირდება ძლიერი ამერიკა აღმოსავლეთის ძალთა დასაბალანსებლად, როგორც ძლიერი სუვერენული საქართველო რეგიონში და ევროკავშირში – თამარ ჩიბურდანიძე

მსოფლიოს ისევე სჭირდება ძლიერი ამერიკა აღმოსავლეთის ძალთა დასაბალანსებლად, როგორც ძლიერი სუვერენული საქართველო რეგიონში და ევროკავშირში – თამარ ჩიბურდანიძე

დაპოსტა 2024/09/23-ში
A A
6
ნახვა
გაზიარება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე გაეროს ასამბლეის 79 -ე სესიას და პრემიერ- მინისტრის გაეროს სესიაში მონაწილეობას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ოპოზიციას მხოლოდ ის აინტერესებს, თუ ვის ჩამოართმევს ხელს პრემიერი და ვინ როგორ გაუღიმებს“- წერს თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნავს, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ირაკლი კობახიძის გაეროს 79-ზე სესიაზე გამოსვლას ელიან და დეზინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს მაღალი რანგის შეხვედრები არ ექნება.

თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ – მინისტრი აშშ-ს პრეზიდენტთან არის მიწვეული და შესაბამისად, ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.

ექსპერტის თქმით, გაეროს 79- ე სესია მნიშვნელოვანია, რადგან საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები გლობალურ პოლიტიკურ ველზე, რა გავლენას იქონიებს ეს უკრაინასა და ისრაელში მიმდინარე პროცესებზე და საქართველოზე.

“ოპოზიციის წარმომადგენლებს მოსვენება აქვთ დაკარგული, რას იზამს ირაკლი კობახიძე გაეროს ასამბლეის 79-ე სესიაზე? როგორ დახვდებიან მას ამერიკაში და რა გზავნილებით დაბრუნდება პრემიერი საქართველოში? ისიც კი განაცხადეს, რომ კობახიძეს მაღალი დონის შეხვედრები არ ექნებაო, არადა, თავად ამერიკის პრეზიდენტთან არის მიწვეული, სხვა სტუმრებთან ერთად.

ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, რას იტყვის ოპოზიცია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია რას იტყვის პრემიერი გაეროში და რა რეაქცია მოჰყვება მის გამოსვლას. ფაქტია, დღეს ყველას ყურადღება გაეროსკენაა მიპყრობილი, საიდანაც ახალი გლობალური წესრიგის, ახალ მესიჯებს გავიგებთ.

იქნება თუ არა გაეროს 79-ე სესია რაიმე ახლის მთქმელი? მოახდენს თუ არა ეს სესია მიმდინარე ომის პოლიტიკის შესუსტებას თუ პირიქით, ომი კიდევ უფრო გაძლიერდება? რა გავლენას იქონიებს ეს უკრაინის და ისრაელის პროცესებზე, რომელიც საგრძნობლად შეცვლის გლობალურ პოლიტიკურ რაკურსს და რა გავლენა ექნება ამას საქართველოზე? ჩვენ ეს კითხვები გვაინტერესებს, ოპოზიციას კი მხოლოდ ის, თუ ვის ჩამოართმევს ხელს პრემიერი და ვინ როგორ გაუღიმებს.

ოპოზიცია ჩასაფრებულია იმაზე, რომ მათივე სიტყვებით “ანტიამერიკული” კამპანიის ერთგვარი შედეგებით დატკბნენ, თუმცა, ტყუილად ელიან. ამერიკაში ჩვენზე კარგად იციან ჩვენი ფასი. ჩვენც ვიცით, რომ მსოფლიოს ისევე სჭირდება ძლიერი ამერიკა აღმოსავლეთის ძალთა დასაბალანსებლად, როგორც ძლიერი სუვერენული საქართველო რეგიონში და ევროკავშირში. მჯერა, ასეთი ქვეყნის სახელით წარდგება პრემიერი გაეროში და ოპოზიციის ყველა მოლოდინს დაამსხვრევს,“- წერს თამარ ჩიბურდანიძე.

გაზიარება2

დაკავშირებული -პოსტები

მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელეს

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
მთავარი

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან მინსკში, პირველი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში....

დაწვრილებითDetails

ფონიჭალაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
აგსგდდჰრადრჰ
მთავარი

ფონიჭალაში, აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს - ახლა მაშველები დანარჩენ 2 ადამიანს ეძებენ. ქალის ცხედარის ამოყვანას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც ადასტურებს.   მანამდე მაშველებმა ნანგრევებიდან 2...

დაწვრილებითDetails

ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს. ახლა მაშველები დანარჩენ 3 პირს ეძებენ.

დაწვრილებითDetails

როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაიას მდგომარეობა – ექიმის პირველი კომენტარი

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაიას მდგომარეობა – ექიმის პირველი კომენტარი
მთავარი

გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ანა დალაქიშვილის განცხადებით, 3 წლის თაია  რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს, კონტაქტური და ადეკვატურია. მას გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნება. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ბავშვს შესაბამისი სამედიცინო კვლევები...

დაწვრილებითDetails

ფონიჭალაში ნანგრევებიდან 2 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
ფონიჭალაში ნანგრევებიდან 2 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

მაშველებმა ქვემო ფონიჭალაში ნანგრევებიდან ორი ცხედარი ამოასვენეს. "პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ორი ცხედრიდან ერთი ბავშვია, ერთი კი ქალი. ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი 20 ნოემბრისთვის

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5933 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5933 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5927 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

რა ღირს ოქრო და ვერცხლი?

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი მცირდება, ვერცხლის კი იზრდება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) 3 735 დოლარი ღირს. ეს კი დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის...

დაწვრილებითDetails

“რუსებთან მარტო წაბოდიალდა და ვინ? ვიღაც უსახელო და უგვარო!” – ლევან ხაბეიშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
მაშინ, როდესაც ხალხს უკიდურესად უჭირს და ეს პრობლემები არ გაღელვებს, ცდილობ მოსახლეობას შესთავაზო სანახაობა, ძალადობა, თავდასხმა – ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა ნიკა მელიას! -ლევან ხაბეიშვილი
მთავარი

რუსებთან მარტო წაბოდიალდა და ვინ?! ვიღაც უსახელო და უგვარო! თან სად?! ფაქტობრივად, მტრის მოედანზე!, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი...

დაწვრილებითDetails

მაშველებმა ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ცოცხალი ამოიყვანეს

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
მთავარი

მაშველებმა ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ცოცხალი ამოიყვანეს. ახლა მაშვლები კიდევ 6 ადამიანს ეძებენ.

დაწვრილებითDetails

“ეს შეხვედრა ძალიან სასარგებლო იყო” – ვლადიმერ პუტინი ტრამპთან და სი ძინპინთან შეხვედრაზე

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
პუტინმა კანონი დაარღვია-ნიკიტა იუფერევი
მთავარი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა დიპლომატიის ისტორიაში “ახალ ფურცლად” შეაფასა. „აქამდე მსგავსი შეხვედრები არ გამართულა, ახლა კი ის შედგა. ეს, უდავოდ,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"