ხონში, აუტიზმისა და ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და ცენტრის ხელმძღვანელმა ზაზა პატარიძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე, მერის მოადგილე მანანა გოფოძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა ჩოგოვაძე, ,,ნაიოს,, დამფუძნებელი მამუკა იოსელიანი, განათლების რესურს-ცენტრის, ბაგა – ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები, პედაგოგები, მშობლები და ბენეფიციარები. ,, ერთი წლის წინ ჩემს სამუშაო ოთახში მშობლები კონკრეტული საჭიროებებით -ითხოვდნენ ტრანსპორტირების დაფინანსებას ქუთაისში მდებარე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრამდე. დაუყონებლივ დავიწყე მუშაობა, რომ სერვისებზე ხელმისაწვდომობა ადგილზე ყოფილიყო შესაძლებელი. ერთი წლის შემდეგ , თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ხონის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი არის და მომავალშიც იქნება ის ადგილი , სადაც სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვები მათთვის განკუთვნილ ყველა სახელმწიფო სერვისს მიიღებენ. წარმატებებს ვუსურვებ ცენტრსის ყველა თანამშრომელს და ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველა პატარას,, – განაცხადა ლადო ჯურხაძემ. რეაბილიტაციის ცენტრ “ნაიო”-ს ხონის ფილიალში, ბენეფიციარები პირველ ეტაპზე, კონკრეტული უფასო სახელმწიფო პროგრამებით ისარგებლებენ. აქამდე, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვებს, მომსახურების მისაღებად გადადგილება სხვადასხვა ქალაქში უწევდათ. ცენტრის ბაზაზე ხელმისაწვდომი იქნება ყველა ის მომსახურება, რაც ქცევით და კომუნიკაციის პრობლემებთან არის დაკავშირებული. სერვისებით ისარგებლებენ როგორც #შშმ სტატუსის , ისე სტატუსის არმქონე ბენეფიციარები.
ამინდის პროგნოზი
როგორი ამინდებია მოსალოდნელი საქართველოში სექტემბრის 25 რიცხვამდე, თემაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ „პრაიმტაიმთან“ ისაუბრა. „არამდგრადი ამინდები ნარჩუნდება, თუმცა ხანმოკლე გამოდარების ნიშნებიც შეიმჩნევა. ტემპერატურა 22 სექტემბრამდე...