ქუთაისში #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა დღეს, ეთიკის კოდექსის დოკუმენტს მოაწერეს ხელი .
კოდექსზე ხელმომწერი მხარეები თანხმდებიან, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით და აღნიშნული ეთიკის კოდექსით იხელმძღვანელებენ.
დოკუმენტს ხელი 17 კომისიის წევრიდან მხოლოდ პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” კომისიის წევრმა არ მოაწერა.
ეთიკის კოდექსის მიზანია კომისიის წევრთა პროფესიული ეთიკის ნორმებისადმი ერთგულების, მაღალი ზნეობრიობის განმტკიცება და სამსახურეობრივ მოვალეობებთან მიმართებაში პირადი პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება.
26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.










