ცაგერში, სოფელ ჩხუტელში ავტომობილი, რომელშიც სამი ახალგაზრდა იმყოფებოდა ცხენისწყლის არხში გადავარდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მანქანა დიდი სისწრაფით მოძრაობდა, დამცავ ჯებირებს შეეჯახა და არხში ჩავარდა. ადგილობრივები მათ დახმარებას ეცადნენ, თუმცა წყლის დინებამ ახალგაზრდები ხელოვნულ გვირაბში ჩაითრია. შემთხვევა დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო ბრიგადები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ახალგაზრდების სამძებრო სამუშოები უკვე დაიწყეს.
20 წლის გოგო დარბაზიდან საკაცით გაიყვანეს – ართველი ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თურქეთის მოქალაქე გაამართლეს
ხმაური იყო დღეს სასამართლოში, სადაც ქართველი ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თურქეთის მოქალაქე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. პროცესს სავარაუდო მსხვერპლი 20 წლის გოგონაც ესწრებოდა. "ტვ პირველის" კორესპოდენტის ცნობით,...










