ცაგერში, სოფელ ჩხუტელში ავტომობილი, რომელშიც სამი ახალგაზრდა იმყოფებოდა ცხენისწყლის არხში გადავარდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მანქანა დიდი სისწრაფით მოძრაობდა, დამცავ ჯებირებს შეეჯახა და არხში ჩავარდა. ადგილობრივები მათ დახმარებას ეცადნენ, თუმცა წყლის დინებამ ახალგაზრდები ხელოვნულ გვირაბში ჩაითრია. შემთხვევა დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო ბრიგადები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ახალგაზრდების სამძებრო სამუშოები უკვე დაიწყეს.
გორში, ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
გორში, კინოთეატრ „გამარჯვების“ წინ ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქცია მიეძღვნა ერთი წლის გასვლას იმ დღიდან, როდესაც, „თრიალეთის“ მიმართ ფინანსური და ადმინისტრაციული ზეწოლა დაიწყო. აქციის მონაწილეებმა მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც...










