რიკოთზე არსებული საგზაო შეფერხებების გამო ქუთაისში ღამის გათენების მსურველი ადგილობრივი და საერთაშორისო მოგზაურების რიცხვი გაიზარდა. როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში Travel To Georgia-ს დირექტორმა ლაშა ბერეკაშვილმა განმარტა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გამგზავრების მსურველები რეისზე დაგვიანების შიშით, ღამეს ქუთაისში ათევენ.
ზაფხულის სეზონის შეჯამებაზე საუბრისას ლაშა ბერეკაშვილი აცხადებს, რომ ზრდა 30%-ია. სტუმრების დიდი ნაწილი კი გალფის ქვეყნებზე, გერმანიაზე და პოლონეთზე მოდის.