U21 ევრო 2025-ის შესარჩევი ეტაპი მიმდინარეობს ,სადაც საქართველომ მოლდოვასთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა „ბათუმი არენაზე“ მოლდოვის ნაკრებს უმასპინძლა . ანგარიში – 3:0 დასრულდა საქართველოს სასარგებლოდ.
ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად რამაზ სვანაძის გუნდს შესარჩევ ციკლის დარჩენილ შეხვედრებში ქულების მაქსიმუმის მოპოვება სჭირდება და გუნდმა შესანიშნავად ითამაშა.
მე-13 წუთზე მარჯვენა ფლანგზე განვითარებული შეტევა ნოდარ ლომინაძემ ლაშა ოდიშარიას გაუგრძელა, რომლის ჩაწოდების შემდეგ, გიზი მამაგეიშვილმა საჯარიმოში სამ მცველს დაასწრო და ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი კიდევ უკეთ ჩაატარა. 49-ე წუთზე კვერნაძემ გაიტანა, 72-ე წუთზე კი თავის გამოჩენა შეცვლაზე შესულმა გიგი აბუაშვილმა შეძლო. სამივე გოლი ლაშა ოდიშარიას საგოლე გადაცემით გავიდა.
რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მომდევნო მატჩს ჯგუფის ლიდერ ნიდერლანდებთან ვენლოში 9 სექტემბერს გამართავს.









