ზესტაფონში, წლინახევრის ბავშვი ცრუ კრუპით გარდაიცვალა. ოჯახი პედიატრებს გულგრილობაში ადანაშაულებს.
“ასეთი პედიატრები არ უნდა მუშაობდნენ. გაუფრთხილდით შვილებს. ნუ გაჩუმდებით ხალხო, სხვასაც დაღუპავენ, როგორც მე…” წერს სოციალურ ქსელში დაღუპული ბავშის მშბელი.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ :
ჩემი ჯანმრთელი 1,3 თვის ევა 17 აგვისტოს 3 საათზე ღამით აუწია ტემპერატურამ 38-მდე, დამწევით დაეწია ტემპერატურა და დაეძინა. დილის 6-საათზე გაიღვიძა ტირილით, წავიყვანეთ ფერომედში, დაგვხვდა პედიატრი ,,თამრიკო მახათაძე” ბებოს გადმოცემით, ევას მდგომარეობაზე, ექიმმა ჩათვალა საჭიროდ გაეკეთებინა ,,ნოშპა” ,ბავშვი არ გაუსინჯავს და გვირჩია ინფექციურში წაყვანა ,,ქუთაისში”, ფერომედიდან გამოვედით და გზად შევედით ჯეოში, რადგან ბავშვის სუნთქვა არ მოგვეწონა. ჯეოში დაგვხვდა პედიატრი ,,მაია ნასარიძე”. ქ.მაიამ გვითხრა დექსა აფთიაქიდან მოგვეტანა, დილის 7 საათზე ყველა აფთიაქი დაკეტილი იყო და სანამ დექსას ვიყიდდით დრო გადიოდა, რომ მოვიტანეთ დექსა მერე გაუკეთდა ბავშვს. ჯეო-ჰოსპიტალში ვიყავით 2 საათი და ქ.მაია გვამშვიდებდა ბავშვი კარგად არის, თქვენ პანიკობთო, ვთხოვდით ,,რეამობილის” გამოძახებას, რაზეც თავს იკავებდა, არ არის საჭიროო. ისიც კი გვითხრა ძვირიაო, 450 ლარი ჯდებაო და მოვითხოვეთ მკაცრად, რეამობილის გამოძახება . იმ თანხას ჩვენ ვიხდიდით და მაინც არ გამოგვიძახეს.დილის 9-საათზე მოვიდა პედიატრი ,,ელზა გაჩეჩილაძე”, რომელმაც ბავშვი გასინჯა და გვითხრა ფერომედში გადაიყვანეთ, დაინტუბირება თუ დაჭირდა ,,თამრიკო ანესთეზიოლოგი” მიხედავსომ გაგვიშვეს ,,ფერომედში” მანქანით, ფერომედში შესვლისთანავე მალე დაიღუპა ბავშვი…
ჩემი ევა თუ არიყო რთულად, როგორც ქ.მაიამ დაგვამშვიდა და ჩვენი თხოვნის მიუხედავად არ გამოიძახა კატასტროფა ,,რეამობილი”, რომ გადაგვეყვანა ქუთაისში. რატომ დაიღუპა ბავშვი პასუხი არ აქვთ…ასეთი პედიატრები არ უნდა მუშაობდნენ, გაუფრთხილდით შვილებს, ნუ გაჩუმდებით ხალხო, სხვასაც დაღუპავენ, როგორც მე…ამ პედიატრების დაჭერა, რომ მინდოდეს ექპერტიზას გავაკეთებდი და დავიჭერდი, მარა არმინდა უბრალოდ, მინდა ლიცენზია ჩამოერთვას ექიმებს, რომ აღარ იმუშაონ და სხვაც არდაღუპონ როგორც მეე…ანალიზის პასუხები იმიტომ მიდევს რომ დამტკიცდეს ბავშვი იყო სრულიად ჯანმრთელი არანაირი ვირუსი არ ქონია.. -წერს სოციალურ ქსელში დაღუპული ბავშის მშბელი.









