4 წლის ბიჭმა ისრაელის მუზეუმში 3 500 წლის არტეფაქტი გატეხა. არიელ გელერი ჰაიფას ჰეხტის მუზეუმს მამასთან, ალექს გელერთან ერთად სტუმრობდა. როგორც ალექსმა მოგვიანებით გაიხსენა, მან ყურადღება ზუსტად ერთი წუთით გადაიტანა, ეს დრო კი პატარა ცნობისმოყვარე ბიჭისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ უძველეს ჭურჭელს ხელით შეხებოდა.
როგორც ექსპერტები განმარტავენ, ჭურჭელი ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება და ძვ.წ. 2200 – 1500 წლით თარიღდება . სავარაუდოდ, ის ღვინის ან ზეთის შესანახად გამოიყენებოდა. ჰეხტის მუზეუმში არტეფაქტი დამცავი მინის გარეშე იყო გამოფენილი.
„მიტრიალებისას მსხვრევის ხმა გავიგე და გავიფიქრე – ღმერთო, გთხოვ, ამის ავტორი ჩემი შვილი არ იყოს. სამწუხაროდ, გვიანი აღმოჩნდა. უძველესი ვაზა ნაწილებად იყო გადაქცეული. ჩემი შვილისა და ოჯახის სახელით, დიდ ბოდიშს ვუხდი მუზეუმს და არტეფაქტებით დაინტერესებულ ყველა პირს”, – ამბობს ალექსი.
მუზეუმის ადმინისტრაციამ შემთხვევა მალევე ვიდეოჩანაწერებში გადაამოწმა. როგორც განმარტავენ, საქმე არ ეხება ვანდალიზმს და “ეს უბრალოდ ცნობისმოყვარეობამ გამოიწვია”. არტეფაქტი მალევე რესტავრატორებს გადაეცათ, 4 წლის არიელი კი მეგობრებთან ერთად მუზეუმის ტურზე უსასყიდლოდ დაპატიჟეს.










