LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვილი სანიოლი განცხადებას ავრცელებს

„ეს არის პირველი, რასაც ბიჭებს ვეტყვი – დასრულდა ბედნიერება! წინ ჩეხეთი და ალბანეთია, რომლებსაც არ აინტერესებთ, რა ვქენით ევროპის ჩემპიონატზე

დაპოსტა 2024/09/02-ში
A A
52
ნახვა
გაზიარება

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი უკვე საქართველოში იმყოფება და სანამ ფეხბურთელებიც შეუერთდებიან, ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება. 47 წლის სპეციალისტმა ქართულ სპორტულ მედიასთან ინტერვიუში ევროპის განვლილ ჩემპიონატსა და საქართველოს ნაკრების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ნაკრებმა უნდა შეინარჩუნოს ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები სათამაშო სტანდარტი და ერთა ლიგისა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი თამაშებისთვის მაქსიმალურად მოემზადოს.

„მეამაყება, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა დიდი სიხარული მიანიჭეს ქვეყანას და ხალხს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩემპიონატი, გარდა იმისა, რომ დიდი წარმატება იყო ჩვენთვის, უფრო მეტ თავდაჯერებულობას მოგვცემს და მომავალში გამოგვადგება იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა მოვიდეთ აქამდე. რა უნდა გავიმეოროთ, რა სჭირდება მსგავს შედეგებს. რა სჭირდება მსოფლიო ჩემპიონატს, ევროპის ჩემპიონატს. ახლა ვიცით, ამისთვის რა გზა უნდა გავიაროთ.

მე ვფიქრობ, ყველამ ვიცით, როგორ შევინარჩუნოთ ეს სტანდარტი. ამისთვის საჭიროა, გავაგრძელოთ მძიმე შრომა. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც კარგი მომავლის იმედს გვაძლევს. მოთამაშეებს მოუწევთ დაივიწყონ ევროპის ჩემპიონატის ემოციური ნაწილი. მათ ეს გამოცდილება საკუთარ თავში უნდა შეინახონ, მომავალს კი ისე შეხედონ, როგორც ახალ პროექტს. როდესაც შევხვდები მოთამაშეებს, პირველი, რასაც ვეტყვი, იქნება – დასრულდა, ბედნიერება და ბედნიერი ქვეყანა, ბედნიერი ბიჭები. ახლა წინ ჩეხეთი და ალბანეთია, რადან ჩეხეთს და ალბანეთს არ აინტერესებთ, ევროპის ჩემპიონატზე რა ვქენით. ისინი ზრუნავენ, რომ ხარისხიანად იასპარეზონ. ასე რომ, ჩვენც უნდა ვიზრუნოთ ჩვენს თამაშზე.

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს ერთა ლიგა, რომ პირველ რიგში, FIFA-ს რეიტინგში ქულების მოპოვება გავაგრძელოთ, რადგან ამაზეა დამოკიდებული კვალიფიკაციის ჯგუფები. ეს არის პირველი ამოცანა. და ასევე, ერთა ლიგა იმაში უნდა გამოვიყენოთ, რომ უფრო ძლიერები გავხდეთ, რათა კარგად ვითამაშოთ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე“, – ამბობს ვილი სანიოლი CrystalSport-თა ვიდეო ინტერვიუში.

მან აგრეთვე, ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც, სხვა ფორმაციის საქართველოს ნაკრებებს მსგავსი შედეგებისთვის არ მიუღწევიათ.

„საქართველოს ყოველთვის ჰყავდა მოთამაშეების კარგი თაობები. არ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ეს თაობა განსაკუთრებულია. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს თაობა, შესაძლოა, რაღაც მხრივ, უფრო სწრაფად ითვისებდეს რაღაცებს. ან შეიძლება მათ ის გაიაზრეს, რომ რამის მიღწევა თუ გინდა, მარტო ვერ მიაღწევ. ამისთვის მთლიანი გუნდია საჭირო. მათ 2022 წლის ერთა ლიგიდან მოყოლებული საოცარი გუნდური სულისკვეთება გვაჩვენეს. ადრე, ჩვენ გვყავდა მხოლოდ კვარა. კვარა იყო საუკეთესო მოთამაშე და ბევრი პასუხისმგებლობა ჰქონდა და ჩემი აზრით, ზოგიერთი ფეხბურთელი მის უკან იმალებოდა. თუმცა, რაღაც მომენტში გამოჩნდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან მიქაუტაძე, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, მამარდაშვილი და სხვები, რომლებსაც პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება შეეძლოთ. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ამ შედეგს მივაღწიეთ. ამის შემდეგ, გუნდი უფრო დაბალანსებული გახდა. საბოლოოდ, კარგი ნაზავი გამოვიდა. არა როგორც ინდივიდუალური მოთამაშეების, არამედ, როგორც გუნდის“, – ამბობს სანიოლი

ეროვნული ნაკრების თავკაცი აგრეთვე აღნიშნავს, რომ მისი აზრით, ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე რთული მეტოქე ჩეხეთი იყო.

„ვფიქრობ, ყველაზე რთული მატჩი ჩეხეთის წინააღმდეგ გვქონდა. რადგან ისინი ფიზიკურად ძალიან ძლიერები იყვნენ და ჩვენი ფეხბურთელები ამისთვის ბოლომდე მზა არ იყვნენ. იმის მიუხედავად, რომ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ვფიქრობ ჩვენ გაგვიმართლა, ქულა რომ ავიღეთ, რადგან მათ ბევრი შანსი ჰქონდათ. მახსოვს, მამარდაშვილმა ჩეხეთთან ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა. ასევე ვიტყოდი, რომ ესპანეთთან თამაშიც რთული იყო, ოღონდ სხვა მიზეზების გამო. ბევრი მოთამაშე ძალიან დაღლილი იყო. არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მენტალურადაც, რადგან ჩვენ საუკეთესო 16-ეულში მოვხვდით და ამას არავინ ელოდა. ვფიქრობ, ფეხბურთელებმა პირველ სამ მატჩში ყველაფერი გაიღეს და ესპანეთთან შეხვედრაში მენტალური ენერგია დააკლდათ, მაგრამ ეს ნორმალური იყო და ცუდს ვერაფერს ვეტყოდი, რადგან მათ იმდენი რამ მომცეს“, – თქვა ინტერვიუში სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები 2024/25 წლის ერთა ლიგის პირველ შეხვედრას სწორედ ჩეხეთის წინააღმდეგ, 7 სექტემბერს გამართავს, 10 სექტემბერს კი სტუმრად ალბანეთს დაუპირისპირდება.

გაზიარება21

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში მოზარდს ზებრაზე ავტომობილი დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

დღეს ქუთაისში მოსწავლეს ზებრაზე ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა მე-13 საჯარო სკოლასთან მოხდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დედა ავრცელებს და წერს რომ ქალაქასი განუკითხაობა. მისი თქმით ბავშვს ფეხი აქვს ნაღრძობი. ,,დღეს მე-13 სკოლასთან...

დაწვრილებითDetails

რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი კობახიძეზე ახალ წერილში

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

👉 "საზოგადოებას მსურს, ფაქტებით შევახსენო, თუ რა ვითარებაში დავბრუნდი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2021 წლის თებერვალში: ქვეყანაში იყო მწვავე პოლიტიკური კრიზისი, კოვიდპანდემია (ვაქცინების დეფიციტი), ჩაკეტილი ქვეყანა, დაკეტილი ეკონომიკა, მინუს ექვსპროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა,...

დაწვრილებითDetails

„საქართველოს მოტო ფედერაცია“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
„საქართველოს მოტო ფედერაცია“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს
მთავარი

მოტოსპორტში საქართველოს ორგზის ჩემპიონი და 2025 წლის წრიული რბოლის რეკორდსმენი დავით რობანიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში „საქართველოს მოტო ფედერაცია“ ავრცელებს. დავით რობანიშვილი რუსთავის ავტობანზე, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. 'რობანა უდაოდ...

დაწვრილებითDetails

სიცოცხლე რომ გიხაროდა და ის სიცოცხლე მოგისპეს, ჩვენო ცელქო ბიჭო, აღარა გვყავხარ – ტრაგიკულად დაღუპულ მცირეწლოვანს ემშვიდობებიან

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
სიცოცხლე რომ გიხაროდა და ის სიცოცხლე მოგისპეს, ჩვენო ცელქო ბიჭო, აღარა გვყავხარ – ტრაგიკულად დაღუპულ მცირეწლოვანს ემშვიდობებიან
მთავარი

ხელვაჩაურში მომხდარი ავარიის დრო დაღუპულ მცირეწლოვანს, სანი ცეცხლაძეს სოციალურ ქსელში ახლობლები ემშვიდობებიან. „სანი ჩვენო პატარა ჩვენო ცელქო ბიჭო, აღარა გვყავხარ, ბარტყი. საშინელება დაგვატრიალე თავზე დეე, გენაცვალე ჩვენო პატარა, სიცოცხლე დაგისრულეს...

დაწვრილებითDetails

კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ფრინველთა სასაკლაოში

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
იმერეთში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ინდივიდუალური მეწარმე ვ.  ზ.-ს  კუთვნილი ფრინველთა სასაკლაო (მისამართი:გორი რაიონი, სოფ, კარალეთი)  შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლინდა, რომ მეწარმე  სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა....

დაწვრილებითDetails

20 ათას კილოგრამზე მეტი ყურძნის ჩაბარებას ყალბი ცნობების გამოყენებით ცდილობდნენ

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მცდელობის, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე, ორ პირს...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 4 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. მათ შორის სამი უცხო...

დაწვრილებითDetails

როგორია ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც კორპუსიდან ნასროლი სკამი დაეცა

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა
მთავარი

პირველ სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთი კორპუსის მეათე სართულიდან ნასროლი სკამის დაცემის შედეგად დაშავებული მოზარდის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ვატო ნარსავიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ეტაპობრივად უმჯობესდება. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მძიმე...

დაწვრილებითDetails

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი  აქტიური დღე გელით. სამსახურში შესაძლოა ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. ემოციების ფონზე ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. კარგი დღეა გეგმების დასალაგებლად და დაწყებული საქმეების დასასრულებლად. ტყუპები  კომუნიკაციისთვის წარმატებული...

დაწვრილებითDetails

29 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
როგორი ამინდი იქნება ნოემბერში საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"