თითქმის ექვსი თვეა, კოროხნალის მაღაროსთან კარავია გაშლილი და ადგილობრივები ღამეებს ათევენ. მოსახლეობის თქმით წლების მანძილზე, მადნის ღია კარიერული წესით მოპოვების შედეგად, დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლები, ეზოები, სახნავ-სათესი მიწები, ეკლესია და სასაფლაოები. ამიტომ, ისინი კომპანიას მიყენებული ზარალის პროპორციულ კომპენსაციას სთხოვენ.
“ჯორჯიან მანგანეზში” კი ამტკიცებენ, რომ ადამიანებს, რომელიც კომპანიას მოთხოვნებს უყენებენ, კომპენსაცია უკვე აღებული აქვს და თანხები კერძო საკუთრების ინდივიდუალური შეფასების მიხედვით, სხვადასხვა წლებში ეტაპობრივად გაიცა.
ამასთან, კომპანია, ნაცვლად პრობლემების მოგვარებისა, სოფელ შუქრუთში მცხოვრებ იმ ადამიანებს უჩივის, რომლებსაც კომპანიის საქმიანობის შედეგად საცხოვრებელი სახლები ენგრევათ.









