კომპანია Meituan-მა კურიერი დრონების სერვისი დანერგა. ამ ეტაპზე დრონები ჩინეთის დიდი კედლის დასათვალიერებლად მისულ ვიზიტორებს მოემსახურება.
მსურველებს საკვების, მედიკამენტებისა და სხვა საჭირო ნივთების გამოძახების შესაძლებლობა ექნებათ.
CNN-ის ინფორმაციით, კომპანიის დრონებს 2.3 კგ-ი ტვირთის გადატანა შეუძლიათ, გამოძახება კი მსურველებს მხოლოდ 4 იუანი (56 ცენტი) დაუჯდებათ.










