პლატფორმა “ერთიანობის” წევრებმა ქუთაისში აგვისტოს ომის დროს დაღუპული მეომრების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა რუსეთის აგრესის შედეგად დაღუპული გმირები და მოქალაქეები გაიხსენეს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ოკუპანტი ქვეყნა აგრესიას კვლავ აგრძელებს.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა.










