დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი გადმოასვენეს, მათგან 7 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა . სამოქალაქო პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში იმართება. 4 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
თბილისში დაკარგული სკოლის 2 მოსწავლე იპოვეს
ვაკეში დაკარგული ბავშვები იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი დაკარგული ბავშვის ოჯახის ახლობელი ავრცელებს. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ N54 საჯარო სკოლის 2 პირველკლასელი მოსწავლე დაიკარგა. "დღეს, ფალიაშვილის ქუჩიდან,...










