ჭიათურელმა მოსწავლემ ბარბარე ღავთაძემ ეროვნულ გამოცდებში ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო!
ქართული ენა 60/60
უცხოური ენა 70/70
ისტორია 60/60
ბარბარე ითხვისის მე-2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია:
,,დიდი სიამაყით და სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ ჭიათურელმა გოგონამ,ითხვისის მე- 2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ბარბარე ღავთაძემ ერთიან ეროვნულ გამოცდებში, სამივე საგანში მაქსიმალური ქულა აიღო, რითაც ყველა მისი თანაქალაქელი უზომოდ გაახარა.
ვულოცავ ბარბარეს,საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალქულიან აბიტურიენტს ამ უდიდეს წარმატებას და ვუსურვებ ყველა დასახული მიზნის მიღწევას.
მინდა მადლობა ვუთხრა მას იმ დიდი სიხარულისთვის რაც მოგვანიჭა, შრომისმოყვარეობისა და თავდადებისათვის, რის გარეშეც არ არსებობს წარმატება.
მადლობა ითხვისის მე-2 საჯარო სკოლას, პედაგოგებს და ოჯახს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ გოგონას თავისი ნიჭის და უნარების გამოვლენის შესაძლებლობა ჰქონოდა.
დარწმუნებული ვარ, ბარბარე ღავთაძით მთელი საქართველო იამაყებს მომავალში!” – წერს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე სოციალურ ქსელში.