„ოპოზიცია მუდმივად აკრიტიკებს უსაფრთხოების სამსახურს, რომ ისინი [სუს-ი] წლების განმავლობაში სხვადასხვა საქმეზე საუბრობენ და რატომ არაფერი მოხდაო. თავისთავად ასეთი ზედაპირული და სასაცილო არგუმენტი იშვიათად მოსაძებნია; იმიტომ არ მოხდა ის დანაშაულები, რომ იყო პრევენცია და დროულად დაწყებული გამოძიება. ამ შემთხვევაშიც, როგორც აშკარად ჩანს, სუს-მა იმოქმედა დროულად, მოახდინა პრევენცია, მაგრამ ამ ყველაფერს ძალიან დეტალური გამოძიება სჭირდება. ვისაც თავდასხმა სურს ქვეყნის ხელისუფლებაზე, პოლიტიკურ ლიდერებზე და საზოგადოებრივ წესრიგზე, აუცილებლად უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე. დაველოდოთ გამოძიებას, მერწმუნეთ ვერავინ შეძლებს ამ გზით საქართველოს კურსი შეცვალოს და ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაზე გავლენა მოახდინოს. ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იქნება“, – აცხადებს თალაკვაძე.
თბილისში დაკარგული სკოლის 2 მოსწავლე იპოვეს
ვაკეში დაკარგული ბავშვები იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი დაკარგული ბავშვის ოჯახის ახლობელი ავრცელებს. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ N54 საჯარო სკოლის 2 პირველკლასელი მოსწავლე დაიკარგა. "დღეს, ფალიაშვილის ქუჩიდან,...










