ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 45 წლის კაცი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ის მარტო ცხოვრობდა, მეზობლებმა ცხედარს მას შემდეგ მიაკვლიეს, რაც სპეციფიკური სუნი იგრძნეს.
არსებული ინფორმაციით, ცხედარს დაზიანების და ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად, ცხედარი უკვე გადაასვენეს გურჯაანში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.