ატენში ურთიერთდაპირისპირების დროს 40 წლამდე კაცი მძიმედ დაშავდა. ადგილობრივების თქმით, კაცს დაზიანებები თავის არეში ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.
როგორც ცნობილი ხდება, კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას ფლობს ატენში მერის წარმომადგენელი შოთა ვანიშვილიც, თუმცა დეტალები არ იცის.
ამ დრომდე უცნობია, მიმდინარეობს თუ არა მომხდარზე გამოძიება.










