აშშ-მ “საქართველოს ფოსტის” მცირე ზომის საფოსტო გზავნილების მიღება შეაჩერა . ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” საქართველოს ფოსტაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოქალაქეებმა, რომლებმაც აშშ-ში მცირე ზომის გზავნილები პირველი მაისიდან 24 ივლისამდე გააგზავნეს, უკან დაუბრუნდათ. „საქართველოს ფოსტა“ “ბათუმელებთან” განმარტავს, რომ გზავნილები ნამდვილად შეჩერებულია, თუმცა ამის მიზეზი, როგორც თვითონ ამბობენ, ამ დროისთვის უცნობია.










