იმერეთი ფოლკლორის IX საერთაშორისო ფესტივალს “ლეგენდების ქვეყანა“ მასპინძლობს.
დღეს, 31 ივლისს ფესტივალს ხონის მუნიციპალიტეტი, ხვალ კი, 1 აგვისტოს, წყალტუბო უმასპინძლბეს.
ხონში, ღონისძიება, ქალაქის ცენტრში, დღეს 18:00 საათზე დაიწყება.
ხვალ წყალტუბოში 15:00 საათზე ქალაქის პარკის ტერიტორიაზე ცეკვის მასტერკლასი მოეწყობა, 18:00 საათზე კი საფესტივალო პროგრამა ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად გაიმართება.
ღონისძიებაში ინდონეზიის, ირანის, სომხეთის, ლატვიის, თურქეთის, საქართველოსა და ბელორუსის შემოქმედებითი კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.
ფესტივალის გახსნის ღონისძიება 29 ივლისს, მარტვილის მუნიციპალიტეტში გაიმართა. “ლეგენდების ქვეყანა” 3 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და მარტვილს, ხონს , ჩხოროწყუს, წყალტუბოსა და თბილისს მოიცავს.