LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოხარშული ისპანახის მიღება“

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოხარშული ისპანახის მიღება“

დაპოსტა 2020/01/11-ში
A A
2.3k
ნახვა
გაზიარება

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოხარშული ისპანახის მიღება“-ამერიკელი დოქტორ უოკერის კვლევის გასაოცარი შედეგი

ისპანახის წვენი

უხსოვარი დროიდან იცოდნენ, რომ ისპანახი ძალზე აუცილებელია მთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტისთვის, კუჭიდან დაწყებული და მსხვილი ნაწლავით დამთავრებული.

უმი ისპანახის სახით ბუნებამ ადამიანი მოამარაგა ჩინებული ორგანული ნივთიერებით ნაწლავის ტრაქტის გასასუფთავებლად და ფუნქციათა აღსადგენად. კარგად მომზადებული უმი ისპანახის წვენს,  ყოველდღე ნახევარი ლიტრის დალევის შემთხვევაში შეუძლია რამდენიმე დღეში ან კვირაში უშველოს უმძიმესი ფორმის ყაბზობას  ( კუჭში შეკრულობას ). სასაქმებლებს სამწუხაროდ ისე იყენებენ , რომ არ ესმით რა ხდება სინამდვილეში. ნებისმიერი ქიმიური ან არაორგანული სასაქმებელი გამაღიზიანებლად მოქმედებს, ხელს უწყობს ნაწლავის კუნთებს მის სასაქმებლის გამოყოფას. პრაქტიკამაც სავსებით თვალნათლივ დაადასტურა, რომ სასაქმებლის მიღების ჩვევა იწვევს სულ უფრო და უფრო ძლიერი სასაქმებლის მიღების აუცილებლობას. ამის შედეგად ყაბზობის განკურნვა არ ხდება, არამედ ვითარდება ადგილობრივ ქსოვილთა, კუნთებისა და ნერვების ქრონიკული უმოქმედობა.

სასაქმებელი საშუალებები უბრალოდ ნაწლავთა პროგრესული დეგენერაციის გამომწვევი გამაღიზიანებლებია.

უმი ისპანახის წვენი ძალზე ეფექტურია არა მარტო ნაწლავედის ქვედა ნაწილის, არამედ მთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გასუფთავებისათვის, ხელს უწყობს მათ გაჯანსაღებას.

ისპანახის სხვა ძვირფასი თვისებაა მისი ზემოქმედება კბილებსა და ღრძილებზე და პიორეასგან ( ჩირქდენისგან ) დაზღვევა. ეს დაავადება სურავანდის მსუბუქი ფორმაა და იწვევს ორგანიზმში სწორედ იმ ელემენტების ნაკლებობას, რომლებსაც სტაფილოსა და ისპანახის წვენები შეიცავს. მოხარშული ბურღულების, გასუფთავებული შაქრისა და სხვა არასრულფასოვანი საკვებით კვების, აგრეთვე ვიტამინის ნაკლებობის შედეგად იწყება ღრძილიდან სისხლდენა და კბილის პულპის ფიბროიდული დაშლა. ( კბილის პულპა – რბილობი, რომლითაც ამოვსებულია კბილის გვირგვინისა და ფესვის ღრუ – მთარგმ. ).

ამის საბოლოოდ აღმოფხვრა მხოლოდ უმი ნატურალური მცენარეული საკვების და განსაკუთრებით საკმარისი დოზის სტაფილოსა და ისპანახის წვენის მიღებითაა შესაძლებელი. ორგანიზმის ისეთი დარღვევები, როგორიცაა: ნაწლავთა წყლულები, ავთვისებიანი ანემია, კონვულსიები, ნერვული სისტემის აშლილობა, თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლების სეკრეციები, ნევრიტი ( ნერვის ანთება ), ართრიტი, აბსცესები (ჩირქგროვა-ქსოვილის ან ორგანოს შემოფარგლული დაჩირქება ) და ფურუნკულები ( კანის საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების ჩირქოვანი ანთება: ძირმაგარა – მთარგმ. ), კიდურების შეშუპებები, სისხლდენისაკენ მიდრეკილება, ძალ-ღონის დაკარგვა, რევმატული და სხვა ტკივილები, გულის ფუნქციების მოშლა, დაბალი და მაღალი სისხლის წნევა, მხედველობის დაქვეითება, თავის ტკივილი ( შაკიკისებურიც ). უწინარეს ყოვლისა, შედეგია ნაწლავების ქვედა ნაწილებში ნარჩენების დაგროვებისა,  აგრეთვე ორგანიზმში იმ ზოგიერთი ელემენტის ნაკლებობისა, რომლებსაც შეიცავს უმი სტაფილო და ისპანახი. ორგანიზმისთვის ამ ელემენტების მიწოდების ყველაზე ეფექტური და სწრაფი საშუალებაა ყოველდღიურად არანაკლებ თითო პინტა ( პინტა – 0,56 ლიტრი ) უმი ბოსტნეულის წვენის დალევა, იმ აუცილებელი პირობით, რომ დიეტიდან გამოირიცხოს ხორცეული და ორგანიზმის სხვა დამანაგვიანებელი პროდუქტები.

ისპანახი, სალათა და წყლის წიწმატი, სტაფილოსა და მწვანე წიწაკასთან ერთად, ბოსტნეულის ის სახეობებია, რომლებიც ყველაზე ბლომად შეიცავენ C და E ვიტამინებს. ორგანიზმში ვიტამინის ნაკლებობაა მუცლის მოშლის, აგრეთვე, როგორც დედაკაცთა, ისე მამაკაცთა სქესობრივი უძლურებისა და უნაყოფობის ერთ-ერთი მიზეზი. დამბლის ბევრი ფორმაც ვიტამინის ნაკლებობის შედეგია. მისი ნაკლებობა იწვევს ნივთიერებათა ცვლის და საერთოდ კარგი გუნებაგანწყობის გაფუჭებას.

მჟაუნმჟავა ნაწლავედის მუშაობის იმდენად მნიშვნელოვანი ელემენტია, რომ ჩვენ მას ცალკე თავი დავუთმეთ.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოხარშული ისპანახის მიღება ( გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ძალიან გვინდა ჩვენს თირკმლებში მჟაუნმჟავის კრისტალების დაგროვება, რასაც თირკმელების ტკივილები და დაავადებები მოჰყვება ). როცა ისპანახი იხარშება ან კონსერვირდება, მჟაუნმჟავას ატომები მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით არაორგანულ ატომებად იქცევა და მათ შეუძლიათ თირკმელებში მჟაუნმჟავას კრისტალების წარმოქმნა.

თეგები: ისპანახი
გაზიარება992

დაკავშირებული -პოსტები

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება – სიახლე მძღოლებისთვის

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება. კირცხალიას თქმით, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული და პროპორციული....

დაწვრილებითDetails

ერთ დღეში 1 გრამი “ბაჯაღლო” 13 ლარით გაიაფდა- რა ღირს ოქრო

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქროს კვლავ გაიაფდა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 174 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 1.21%-ით შემცირდა. რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 20 ივნისისთვის

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6505 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6505 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6527 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

“მოსამართლის თანაშემწემ დამირეკა და მითხრა, რომ ია დარახველიძის ნაწილშიც სასჯელი 3 წლიანი პატიმრობა კი არა, 5 წელია”- ადვოკატი

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
“მოსამართლის თანაშემწემ დამირეკა და მითხრა, რომ ია დარახველიძის ნაწილშიც სასჯელი 3 წლიანი პატიმრობა კი არა, 5 წელია”- ადვოკატი
მთავარი

ადვოკატ რევაზ აჭარაძის განმარტებით, მოსამართლე გიორგი გელაშვილს ია დარახველიძის ნაწილში სასჯელის ზომა, რომლის მიხედვითაც, მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, შეეშალა. როგორც აჭარაძე განმარტავს, მას მოსამართლის თანაშემწე დაუკავშირდა და უთხრა, რომ...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა
მთავარი

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა. ია დარახველიძე დღეს მის მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია, რის გამოც, განაჩენის აღსასრულებლად მასზე თავდაპირველად,...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის საქმეზე, ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
სასამართლო ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს
მთავარი

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ...

დაწვრილებითDetails

„მოსალოდნელია ნალექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ – სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებენ

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან – ძლიერი. სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „საქართველოს მდინარეებზე ნარჩუნდება...

დაწვრილებითDetails

ნიკეას ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია 4 თვე გაგრძელდება – რას აცხადებენ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
გვწამლავენ ცოცხლად, ფანჯრებს ვერ ვაღებთ – რა ვითარებაა ნიკეას ნაგავსაყრელზე და რას აცხადებენ ნარჩენების მართვის კომპანიაში
მთავარი

ქუთაისის ნიკეას დასახლებაში ისტორიული ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება, ამის შესახევ "მეგა ტვ"-ს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც თვის ბოლოს...

დაწვრილებითDetails

“ძალიან ტკბილო და ძალიან მწარევ ლილეკუნა…” – გოგონა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
“ძალიან ტკბილო და ძალიან მწარევ ლილეკუნა…” – გოგონა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
მთავარი

სოციალურ ქსელში ტრაგიკული ამბავი გავრცელდა. გარდაიცვალა მოზარდი, რომელიც 13 ივნისს მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. მოზარდი წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, გოგონა თურქეთში...

დაწვრილებითDetails

„მიწამ როგორ უნდა მიგიღოს, ჩემო ლამაზო, გოგო…“ – 21 წლის ბაიკერს ემშვიდობებიან

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
„მიწამ როგორ უნდა მიგიღოს, ჩემო ლამაზო, გოგო…“ – 21 წლის ბაიკერს ემშვიდობებიან
მთავარი

თბილისში, 21 წლის ბაიკერი ტრაგიკულად დაიღუპა. ელენე ექვთიმიშვილი ვარკეთილში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. როგორც ირკვევა, გოგონა სოციალურ ქსელში აქტიური იყო და მას ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა. დაღუპულს ახლობლები ემშვიდობებიან. „რამხელა ტკივილი ხარ,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"