LIVE TV
ხუთშაბათი, ნოემბერი 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ამ სიას დავარქმევდი “გივი მიქანაძის დავთარს”-ნინო ლომჯარია

დაპოსტა 2024/07/17-ში
14
ნახვა
გაზიარება

ყოფილი სახალხო დამცველი, პლატფორმა – „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი ნინო ლომჯარია „გივი მიქანაძის დავთარს უწოდებს” იმ ორგანიზაციების სიას, რომელთა დაკავშირებითაც „ქართულმა ოცნებამ” კვლევის შედეგები გამოაქვეყნა და ამბობს, რომ ეს კვლევა ზერელედაა ჩატარებული.

როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კვლევაში ბევრი ინფორმაციაა გამოტოვებული.

“ამ სიას დავარქმევდი “გივი მიქანაძის დავთარს”. საინტერესოა, მისი არასამთავრობო ორგანიზაცია თუ მოხვდა ამ სიაში და როგორი გამჭვირვალობით გამოირჩეოდა ის ორგანიზაცია, სადაც თავად საქმიანობდა და იღებდა, მისი თქმით, უცხოური ძალის დაფინანსებას. ხელისუფლება რეალურად ამბობს, რომ ორგანიზაციები, რომელთაც 5-10 ათასი ლარი აქვთ მხარდაჭერა, რომ ადგილზე შშმ პირებს ან ხანდაზმულებს გაუწიონ დახმარება, თურმე დაკავებულები უნდა იყვნენ ვებგვერდების შექმნით და ამაში უნდა დახარჯონ ფული. თვითონ ეს კვლევაც ზერელედაა გაკეთებული. ბევრი ცდომილებაა და ინფორმაციაა გამოტოვებული. საინტერესოა, საიდან დაფინანსდა ეს კვლევა, ვინ გააკეთა და რა მეთოდოლოგიით. რუსული კანონი არ არის გამჭვირვალობაზე, რადგან საკითხი რომ ყოფილიყო იმაზე, რომ ვებ-გვერდის ქონაა აუცილებელი და ამისთვის რესურსი უნდა ყოფილიყო გამოყოფილი, მაშინ ამ ტიპის ცვლილებებს მიიღებდნენ. ასეთი ვალდებულება არსად არსებობს და შესაბამისად, რუსული კანონის მიღების მიზანი ეს არ ყოფილა. მისი მიზანია სტიგმატიზება, ღირსების ხელყოფა სამოქალაქო საზოგადოების და საჯარო სივრციდან მათი გარიყვა. ახლა ამ თემის წამოწევით ხელისუფლება ცდილობს გადაფაროს ის, რომ დაიწყო გასაჩივრების პროცესი, მალე დაიწყება საერთაშორისო სასამართლოსადმი მიმართვის პროცესი და ცდილობს ისევ თავისი პროპაგანდის რეჟიმში დაგვაბრუნოს”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

“ქართულმა ოცნებამ“ კვლევა ჩაატარა, რომელიც არასამთავრობო, მედია ორგანიზაციების გამჭვირვალობის საკითხს ეხება. შესწავლის მიზნით აღებულია 7 კომპონენტი: აქვს თუ არა ორგანიზაციას ვებგვერდი; მითითებული აქვს თუ არა დონორი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია ან მისი ლოგო; პროექტები, რომელიც განხორციელებულია ან მიმდინარეა, არის თუ არა საჯარო; რამდენია გრანტის ოდენობა, რაც მათ თითოეულ პროექტზე აქვთ მიღებული; რა ხანგრძლივობის არის ეს პროექტი და გრანტი; აქვთ თუ არა გამოქვეყნებული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში და ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ კონკრეტულ პროექტებს ახორციელებენ.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, კვლევამ აჩვენა, რომ ორგანიზაციების 51 %-ს ოფიციალური ვებგვერდი არ გააჩნია. ორგანიზაციების 62%-ს არ აქვს მითითებული დონორის დასახელება და ლოგო. ორგანიზაციების 68%-ს არ აქვს მითითებული პროექტების დასახელება.

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

“ივანიშვილის გადაწყვეტილებით, გალუზინი თბილისში ჩამოვა და ჩამოიტანს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მოთხოვნას!” – ხატია დეკანოიძე

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

კობახიძემ დაადასტურა მოსკოვში და თბილისში ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრა. გუშინდელი დადგმული “გაოგნებული” ზურაბაშვილის ბოდვა დღეს ივანიშვილმა კობახიძეს გაასწორებინა, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერმა ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით,...

დაწვრილებითDetails

” ჩვენი სახელმწიფოც და რეჟიმიც რუსული შანტაჟის მსხვერპლია” – გრიგოლ გეგელია

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

სულ უფრო აშკარაა, რომ საქართველოს მოღალატე ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებების გახსნა იქნება - პრაღის ჩანაცვლება მინსკით, არაფორმალური ფორმატის გაფორმალურება, მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების დაანონსება და ლავროვ-ბოჭორიშვილის რევერანსები ადასტურებს,...

დაწვრილებითDetails

თეიმურაზ კუპატაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა. შსს-ს ცნობით, თეიმურაზ კუპატაძე ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. “მას შინაგან საქმეთა...

დაწვრილებითDetails

პირუტყვის მითვისების საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტმა უკვე 7 რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა – შალვა პაპუაშვილი

ნოემბერი 26, 2026
0
შალვა პაპუაშვილი
მთავარი

ევროპარლამენტმა უკვე 7 რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა - ევროპარლამენტი დღეს საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაციაა, სადაც რასა იუკნევიჩიანე, გორბაჩოვის „პერესტროიკის“ თანამებრძოლი ზის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა...

დაწვრილებითDetails

“დღევანდელი რეზოლუციით ბრიუსელმა დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულისჩამდგმელი” – შალვა პაპუაშვილი

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ბრიუსელმა დღეს მიღებული რეზოლუციით დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულისჩამდგმელი, მხარდამჭერი და მფარველი. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს....

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღო

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია - „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ - 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 86-მა ევროპარლამენტარმა კენჭისყრაში...

დაწვრილებითDetails

“ევროპარლამენტში დებატი ცარიელ დარბაზში გაიმართა” – დავით მათიკაშვილი

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

ევროპარლამენტში დებატი ცარიელ დარბაზში გაიმართა - ამ ტყუილები დაჯერება თვითონ ევროპარლამენტშიც აღარ სურთ, ამიტომ უწევთ მათ ცარიელ დარბაზში საკუთარ თავთან საუბარი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს

ნოემბერი 26, 2026
0
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5917 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5917 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5919 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».