LIVE TV
პარასკევი, ნოემბერი 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ჩვენ ოპოზიციაში გვყავს ხალხი, რომლებიც ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის მარიონეტები არიან დღემდე-პაპუაშვილი

დაპოსტა 2024/07/15-ში
9
ნახვა
გაზიარება

“ჩვენ ოპოზიციაში გვყავს ხალხი, რომლებიც ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის მარიონეტები არიან დღემდე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი აცდენილია ევროპულ ბიუროკრატიას იმით, რომ დამნაშავეებს იფარებდა ან დღეს იფარებს.

“ცალკე სათქმელია და ბარემ აქაც გამოვიყენებ შესაძლებლობას, რომ ზურაბ ადეიშვილი, კრიმინალი, რომელიც ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილდება და ევროკომისიის კორიდორებში დაიარება, ხვდება იმ ხალხს, რომლებიც შემდეგ აქ ჭკუას გვასწავლის ჩვენ. რა თქმა უნდა, ეს სირცხვილია, როდესაც ზურაბ ადეიშვილისთვის კარი ღიაა ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტში შესახვედრად. გახსოვთ თქვენ, რომ ის ბრიუსელში შეხვდა, ხაზს ვუსვამ, მართლმსაჯულების კომისარს და ამის შემდეგ იწყინეს ევროკავშირის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ჩვენი საყვედური ამასთან დაკავშირებით და თქვეს, რომ არ ვიცოდით ვინ იყო, უკრაინის გენერალურ პროკურორს ვხვდებოდით და დელეგაციაში იყო ვიღაცო.

რამდენიმე კვირა გავიდა და მართლმსაჯულების კომისარი ჩავიდა უკრაინაში, კიევში და კიდევ ერთხელ შეხვდა ზურაბ ადეიშვილს, როცა უკვე იცოდა ზუსტად, რომ ხვდება კრიმინალს, რომელიც აქ წამების სისტემას ქმნიდა და რომელიც დღეს სათანამშრომლოდ ჰყავთ უკრაინაში მართლმსაჯულებისა და პროკურატურის რეფორმაში. ამიტომ, ეს ღირებულებების ნაკლებობა ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან, რა თქმა უნდა, ჩვენში შეშფოთებას იწვევს და ქართველი ხალხი როდესაც ხედავს ამ სურათებს, რომ კრიმინალი ადეიშვილი დაიარება ბრიუსელის სხვადასხვა ოთახში, როდესაც ხედავს, რომ კრიმინალი კეზერაშვილი მფარველობით სარგებლობს და თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირში და საქართველოში აფინანსებს რადიკალიზმს, რა უშლის ხელს ევროკავშირს, რომ გადმოგცეს კრიმინალი ადეიშვილი?! რა უშლის ევროკავშირს ხელს, რომ გადმოგცეს კრიმინალი კეზერაშვილი და რატომ ჰქონდა თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებულიყო და იქიდან ხელი ეფათურებინა, როგორც უკრაინის მოქალაქეს, საქართველოს პოლიტიკაში და ათი წელი არ მოასვენა ჩვენი საზოგადოება იმ რადიკალური დღის წესრიგით, რომელიც მას შემოჰქონდა.

ამიტომ, კიდევ ერთხელ, როდესაც დღეს ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი, დიპლომატი, თუ პოლიტიკოსი, რაღაც მორალური პიედესტალებიდან ღირებულებებზე გველაპარაკება, ქართველი ხალხი ერთგულია ევროპული ღირებულებებისა, თუმცა ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი აცდენილია ევროპულ ბიუროკრატიას იმით, რომ იფარებს ადეიშვილს, იფარებს კეზერაშვილს, იფარებდა სააკაშვილს. მთელი ქართული კრიმინალური კლანი პოლიტიკოსებისა თავს აფარებდა ან დღეს აფარებს ევროპულ სივრცეს”, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

“ივანიშვილის გადაწყვეტილებით, გალუზინი თბილისში ჩამოვა და ჩამოიტანს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მოთხოვნას!” – ხატია დეკანოიძე

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

კობახიძემ დაადასტურა მოსკოვში და თბილისში ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრა. გუშინდელი დადგმული “გაოგნებული” ზურაბაშვილის ბოდვა დღეს ივანიშვილმა კობახიძეს გაასწორებინა, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერმა ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით,...

დაწვრილებითDetails

” ჩვენი სახელმწიფოც და რეჟიმიც რუსული შანტაჟის მსხვერპლია” – გრიგოლ გეგელია

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

სულ უფრო აშკარაა, რომ საქართველოს მოღალატე ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებების გახსნა იქნება - პრაღის ჩანაცვლება მინსკით, არაფორმალური ფორმატის გაფორმალურება, მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების დაანონსება და ლავროვ-ბოჭორიშვილის რევერანსები ადასტურებს,...

დაწვრილებითDetails

თეიმურაზ კუპატაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა. შსს-ს ცნობით, თეიმურაზ კუპატაძე ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. “მას შინაგან საქმეთა...

დაწვრილებითDetails

პირუტყვის მითვისების საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტმა უკვე 7 რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა – შალვა პაპუაშვილი

ნოემბერი 26, 2026
0
შალვა პაპუაშვილი
მთავარი

ევროპარლამენტმა უკვე 7 რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა - ევროპარლამენტი დღეს საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაციაა, სადაც რასა იუკნევიჩიანე, გორბაჩოვის „პერესტროიკის“ თანამებრძოლი ზის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა...

დაწვრილებითDetails

“დღევანდელი რეზოლუციით ბრიუსელმა დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულისჩამდგმელი” – შალვა პაპუაშვილი

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ბრიუსელმა დღეს მიღებული რეზოლუციით დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულისჩამდგმელი, მხარდამჭერი და მფარველი. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს....

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღო

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია - „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ - 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 86-მა ევროპარლამენტარმა კენჭისყრაში...

დაწვრილებითDetails

“ევროპარლამენტში დებატი ცარიელ დარბაზში გაიმართა” – დავით მათიკაშვილი

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

ევროპარლამენტში დებატი ცარიელ დარბაზში გაიმართა - ამ ტყუილები დაჯერება თვითონ ევროპარლამენტშიც აღარ სურთ, ამიტომ უწევთ მათ ცარიელ დარბაზში საკუთარ თავთან საუბარი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს

ნოემბერი 26, 2026
0
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5917 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5917 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5919 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».