“შეძრწუნებული ვარ პენსილვანიაში, ყრილობაზე, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის სროლის შესახებ. ასეთ ძალადობას მსოფლიოში გამართლება და ადგილი არ აქვს. ძალადობა არასოდეს უნდა ჭარბობდეს. მე შვება ვიგრძენი, რომ დონალდ ტრამპი ახლა უსაფრთხოდაა და მას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. სამძიმარს ვუცხადებ თავდასხმის მსხვერპლის ახლობლებს, აქციის მონაწილეს. ძალას ვუსურვებ ყველას, ვინც შეძრწუნებულია ამ მოვლენით. ვისურვებდი, რომ ამერიკა ამისგან უფრო ძლიერი დარჩეს” – ზელენსკი
შეგახსენებთ, პენსილვანიაში, მხარდამჭერების ყრილობაზე სროლის შედეგად, ტრამპი დაიჭრა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი სახის არეშია დაჭრილი – მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შეიარაღებულ თავდასხმას ერთი მოქალაქე და თავად თავდამსხმელი ემსხვერპლა. დაჭრილია კიდევ ერთი მოქალაქე, რომლის მდგომარეობა კრიტიკულია. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი საიდუმლო სამსახურის აგენტმა მოკლა.










