ბათუმში, მშენებლობაზე დასაქმებული არასრულწლოვანი სიმაღლიდან ჩამოვარდა და დაიღუპა.
შემთხვევა დღეს, 12 ივლისს, დილით მოხდა. გამოცემის ცნობით, 17 წლის ბიჭი სასწრაფო დახმარების ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ.
“ბათუმელების” ცნობით, შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე მოხდა, სადაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.










