„დღეს ევროპისკენ გზა გაიყინა, გაგვიყინა ეს გზა ამ ხელისუფლებამ, რომელმაც გადაუხვია ქვეყნის კონსტიტუციას, უარი უთხრა საკუთარ ამომრჩეველს. მე ვიყავი ნაწილი იმ კამპანიის, რომელმაც ჯერ „ოცნება“ მოიყვანა სათავეში, მერე მე ვიყავი საპრეზიდენტო კანდიდატი, ყველა ეს კამპანია იყო სწორედ იმაზე აგებული, რომ ჩვენი საგარეო კურსი, ჩვენი ქვეყნის განვითარება იყო იმისკენ მიმართული, რომ გვეშენებინა ევროპული სახელმწიფო, გადაუხვიეს ამ გზას და ჩვენ გაგვყინეს“ — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპის“ დაფუძნების ღონისძიებაზე
“დანით 5 ჭრილობა აქვს მიყენებული” – ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული მამაკაცის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული 77 წლის ვახტანგ ჩიქოვანის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ჩიქოვანის ოჯახის ადვოკატი, ლექსო სვიმონიშვილი აცხადებს, დაკავებული მამაკაცი, გელა არობელიძე და ვახტანგ ჩიქოვანი წარსულში ერთმანეთს...










