LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა – ირაკლი კობახიძე

გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ველოდებით კარგ ტურისტულ სეზონს-პრემიერი

დაპოსტა 2024/07/11-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი 519 მილიონი ლარით გაიზარდა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, პირველი ორი კვარტლის განმავლობაში გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა და ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი მაჩვენებელი. ამ ყველაფერმა მოგვცა ბიუჯეტის გაზრდის საშუალება. მთლიანობაში 519 მლნ ლარით შეგვიძლია გავზარდოთ წლევანდელი ბიუჯეტი. უკვე ვიმსჯელეთ ამ თანხის სავარაუდო განაწილებასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ ეს თანხები განაწილდება შემდეგი სახით: 115 მილიონით გაიზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი; 100 მლნ დაემატება თავდაცვის სამინისტროს; 80 მლნ დაემატება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს; 33 მლნ-ით გაიზრდება კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი; 10 მლნ დაემატება შსს-ს; 10 მლნ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს; 6 მლნ საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტს დაემატება; ცესკო-ს 3 მლნ დაემატება; 60 მლნ ლარით გაიზრდება სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ბიუჯეტი და 102 მლნ გადაეცემა მუნიციპალიტეტებს.

ასევე, აღვნიშნავ, რომ ეკონომიკისთვის, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ვალუტის სტაბილურობა. როგორც მოგეხსენებათ, გვქონდა მოკლევადიანი რყევა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რაზეც ჩვენი ოპოზიცია დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა სწრაფი ეკონომიკური ზრდის წყალობით და ასევე, ეფექტიანი მართვის წყალობით, ლარის კურსი ძალიან მალე დაუბრუნდა პირვანდელ ნიშნულს. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო, განსაკუთრებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს, ნათია თურნავას, რომელმაც ეფექტიანად მართა ეს პროცესი და საბოლოო ჯამში, უზრუნველყო ეროვნული ვალუტის სტაბილურობა. ყველას გახსოვთ როგორც ცდილობდნენ ოპოზიცია და მათი მფარველები, მეგობრები, საქართველოს ეროვნული ბანკის დაკომპლექტებას საკუთარი კადრებით. არც მინდა წარმოვიდგინო, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ დღეს ეროვნული ბანკი სწორედ ოპოზიციის კადრებით დაკომპლექტდებოდა. გვახსოვს ასეთი პროცესები წინა წლებიდან, რა თქმა უნდა, ამის გამეორებას ვერ დავუშვებთ. გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა. წინასწარი მონაცემებით, ივნისში ასევე დაფიქსირდება ზრდის მაღალი მაჩვენებელი. გვაქვს კარგი ტენდენციები, ველოდებით კარგ ტურისტულ სეზონს, პირველი ორი კვარტლის მონაცემებიც კარგი და დამაიმედებელია. ასეთ პირობებში, გვაქვს ყველანაირი წინაპირობა, რომ წელს შარშანდელზე უკეთესი ეკონომიკური მაჩვენებლები დაფიქსირდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

გარდაიცვალა სკოლა “იმედის” დამფუძნებელი ცოტნე გველესიანი

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
გარდაიცვალა სკოლა “იმედის” დამფუძნებელი ცოტნე გველესიანი
მთავარი

აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სკოლა “იმედის” დამფუძნებელი და დირექტორი ცოტნე გველესიანი გარდაიცვალა. სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს: "ისტორია მხოლოდ წარსულის მატიანე როდია, იგი ადამიანების ნააზრევითა და ღვაწლით იწერება, ის ვინც ეპოქას...

დაწვრილებითDetails

არ აღენიშნებდა პულსი და სუნთქვა – სასწრაფოს ექიმები მამაკაცი გადაარჩინეს

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
არ აღენიშნებდა პულსი და სუნთქვა – სასწრაფოს ექიმები მამაკაცი გადაარჩინეს
მთავარი

თბილისის სასწრაფო დახმარების პირველი რაიონული სამსახურის 0131 ბრიგადამ გამოძახება მიიღო ლოზუნგით ზოგადი სისუსტე. ბრიგადა გამოძახების მისამართთან ახლოს იმყოფებოდა და ადგილზე 2 წუთში მივიდა, სადაც 68 წლამდე მამაკაცი უკვე უგონო მდგომარეობაში...

დაწვრილებითDetails

“სუპერ ელ-ნინიო“ ძლიერდება – მეცნიერები ექსტრემალური ამინდის ზრდას ელიან

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
“სუპერ ელ-ნინიო“ ძლიერდება – მეცნიერები ექსტრემალური ამინდის ზრდას ელიან
მთავარი

მეც­ნი­ე­რე­ბი სულ უფრო მეტ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მო­ბენ წყნარ ოკე­ა­ნე­ში გან­ვი­თა­რე­ბულ ელ-ნი­ნი­ოს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი მოვ­ლე­ნა გახ­დეს. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის პროგ­ნო­ზით, მის­მა გაძ­ლი­ე­რე­ბამ შე­საძ­ლოა მთელ მსოფ­ლი­ო­ში ექ­სტრე­მა­ლუ­რი ამინ­დის მოვ­ლე­ნე­ბის ზრდა გა­მო­იწ­ვი­ოს...

დაწვრილებითDetails

თამარ მეფის მონეტა სომხეთში, ამბერდის ციხესიმაგრეში აღმოაჩინეს

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
თამარ მეფის მონეტა სომხეთში, ამბერდის ციხესიმაგრეში აღმოაჩინეს
მთავარი

"სომ­ხე­თის შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ამ­ბერ­დის ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში არ­ქე­ო­ლო­გებ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ექ­სპო­ნა­ტე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­საა კავ­კა­სი­ის გავ­ლე­ნი­ა­ნი მმარ­თვე­ლის, თა­მარ მე­ფის მო­ნე­ტა...", - სომ­ხე­თის მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ათა­სო­ბით მომ­ხმა­რებ­ლის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა...

დაწვრილებითDetails

მგონი, „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს დაასწრებს და საკუთარ თავს თვითონვე გააუქმებს – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

მგონი, „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს დაასწრებს და საკუთარ თავს თვითონვე გააუქმებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არასერიოზული ხალხია. „ეს, ზოგადად, კარგი პროცესია. მე...

დაწვრილებითDetails

მისი სუნი სძულთ – როგორ უნდა დააფრთხოთ ბუზები

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
მისი სუნი სძულთ – როგორ უნდა დააფრთხოთ ბუზები
მთავარი

ზაფხულში ყველაზე სუფთა ბინაც კი არ არის იმუნური ბუზების მიმართ. მწერები ადვილად შედიან ღია ფანჯრებიდან, განსაკუთრებით თუ ოთახში საკვების ან ხილის სუნი დგას. რეგულარული დალაგება, ნაგვის გატანა და ჭურჭლის რეცხვაც...

დაწვრილებითDetails

31 წლის კაცმა საკუთარ ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო, დაღუპულია 8 ბავშვი – უცხოეთი

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
მთავარი

აშშ-ის ლუიზიანა-ს შტატში მომხდარმა შემზარავმა ოჯახურმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. სამართალდამცველების ინფორმაციით, 31 წლის კაცმა საკუთარ ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო. თავდასხმის შედეგად დაიღუპა რვა ბავშვი, რომელთაგან შვიდი მისი ბიოლოგიური შვილი...

დაწვრილებითDetails

გოგა მანია მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
მთავარი

გოგა მანია სოციალურ ქსელში ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს. „6 ივლისი, 2026 წლის ახალი ჩანაწერი ( წინასწარმეტყველება) იყავით ფრთხილად ზღვისპირა ქალაქებში და არა მარტო... შოვის მსგავსი საკითხების წინაშე დავდგებით! გაუფრთხილდით ერთმანეთს. ძალიან...

დაწვრილებითDetails

მთავარი რიტუალი, რომელიც დღეს სურვილის ასასრულებად უნდა გააკეთოთ

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
მთავარი რიტუალი, რომელიც დღეს სურვილის ასასრულებად უნდა გააკეთოთ
მთავარი

თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში რიტუალს გვიზიარებს, რომელიც 7 ივლისს უნდა გააკეთოთ. „07.07 აიღეთ ერთი ჭიქა წყლით სავსე. წარმოიდგინეთ თქვენი ყველაზე მთავარი სურვილი ის, რომლის გახსენებაზეც გულში სითბოს გრძნობთ. შემდეგ მშვიდად...

დაწვრილებითDetails

„ბრიგადის“ ცნობილი მსახიობის, ალექსანდრე ვისოკოვსკის ცხედარი მდინარეში იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
„ბრიგადის“ ცნობილი მსახიობის, ალექსანდრე ვისოკოვსკის ცხედარი მდინარეში იპოვეს
მთავარი

SHOT-ის ცნობით, მყვინთავებმა მდინარე ოკაში ტელესერიალ „ბრიგადას“ და ფილმ „ბუმერის“ ვარსკვლავის, ალექსანდრე ვისოკოვსკის ცხედარი აღმოაჩინეს. 62 წლის მსახიობი მოსკოვის ოლქში, მდინარეზე თევზაობისას გაუჩინარდა. ის იქ 17 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"