LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გამოქვეყნდა გელათის მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის პროექტი

გამოქვეყნდა გელათის მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის პროექტი

დაპოსტა 2024/07/10-ში
A A
49
ნახვა
გაზიარება

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი სამუშაოების ტექნიკურ დოკუმენტაციას აქვეყნებს.

“როგორც არაერთხელ აღინიშნა, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მიერ, 2023 წლიდან, კომიტეტის მრჩეველ საბჭოებთან, საერთაშორისოდ აღიარებულ კომპანიებთან, უცხოელ და ქართველ სპეციალისტებთან ერთად, მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის პროექტის მოსამზადებლად,ტაძრის მასშტაბის, მდებარეობის, ლანდშაფტის თავისებურებების, ასევე, რთული კლიმატური პირობების გათვალისწინებით, კომპლექსური სამუშაოები ჩატარდა.

გელათის მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი ზემოხსენებული სამუშაოების ტექნიკურ დოკუმენტაციას წარადგენს” – ნათქვამია გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მიერ გავრცელებულს ინფორმაციაში, რომესაც თან ერთვის სამონასტრო კომპლექსში ჩასატარებელი სამუშაოების ტექნიკური დოლუმენტაცია.

 

გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაშია გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ხარაჩოებისა და დროებითი
გადახურვის პროექტი, რომელსა არქიტექტორი ვახტანგ ზესაშვილი წერს. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

პრეამბულა:

გასულ წლებში მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, გელათის მონასტრის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის გადახურვის სარეაბილიტაციო წარუმატებელმა სამუშაოებმა, სახურავიდან წყლის ინფლიტრაცია გამოიწვია, რამაც უდიდესი საფრთხე შეუქმნა როგორც ძეგლის სტრუქტურულ, ასევე მისი მხატვრობისა და მოზაიკის მდგრადობას.

2020-2021 წწ-ში, ძეგლის შემდგომი დაზიანების პროცესების შეჩერების მიზნით, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე მოეწყო დროებითი გადახურვები, რომელმაც ნაწილობრივ უზრუნველყო ტაძარში წყლის ინფილტრაცია, თუმცა, ამ ტიპის გადახურვა ვერ იცავდა ტაძრის კედლებს ძლიერი, ქარიანი წვიმების დროს. ამასთან, არსებული დროებითი გადახურვის ქვეშ შეუძლებელია ტაძრის გადარჩენის კვლევითი და საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელება. შესაბამისად, უაღრესად კრიტიკულ საკითხს წარმოადგენდა გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ერთიანი გადახურვის ქვეშ მოქცევა იმ პირობით, რომ შესაძლებელი ყოფილიყო გადახურვის ქვეშ კვლევითი და საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელება გრძელვადიან პერიოდში. აღნიშნული მოთხოვნა ასევე აღნიშნული იყო მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სესიების N44 COM 7B.47 და N45 COM 7B.54 გადაწყვეტილებებსა და 2022 წელს მოწვეული მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის/ICCROM/ICOMOS -ის მიერ ერთობლივად განხორციელებული საკონსულტაციო მისიის ანგარიშში.

შესაბამისად, გელათის დროებითი რეაბილიტაციის კომიტეტის დაკვეთით, მომზადდა გელათის მონასტრის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ხარაჩოებისა და მთლიანი დროებითი გადახურვის საპროექტო წინადადება, რომელიც შეთანხმდა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრსა და ICOMOS-სთან, მის მრჩეველ ორგანოსთან.

მთლიანი პროექტისპროექტის აღწერა

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, გელათის მონასტრის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვა მომზადდა არქიტექტორ ვახტანგ ზესაშვილის, ინჟინერ ფოლკერ კნობლოხის და ხარაჩოების მწარმოებელი კომპანიის „ლეიერის“ ურთიერთთანამშრომლობის შედეგად.

გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ხარაჩოებისა და ერთიანი დროებითი გადახურვა უნდა შესრულდეს სამ ფაზად, შემდეგი სპეციფიკაციით:

  • პირველი ფაზა: ხარაჩოების მოწყობა და ტაძრის მკლავების გადახურვა;
  • მეორე ფაზა: ტაძრის შიდა სივრცეში ხარაჩოების მოწყობა. გუმბათის
    გადახურვა;

პროექტისპროექტის პირველი ფაზა: გელათის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის გარშემო ხარაჩოების მოწყობისა და ტაძრის მკლავების გადახურვის პროექტი:

დროებითი გადახურვის პროექტის შემუშავებისას, ძირითადი გამოწვევა მონასტრის ტერიტორიაზე არქეოლოგიური ფენების არსებობა და ტაძარის მასშტაბი იყო. არქეოლოგიური ფენების კონტექსტში ნებისმიერი რისკის დაზღვევისათვის პროექტი იმგვარადაა შემუშავებული, რომ არ საჭიროებს მიწის სამუშაოებს; დროებითი გადახურვის კონსტრუქციას აქვს მიწის ზედაპირზე „დადებული“ საძირკვლის ფილები,
რომელიც წარმოადგენს წინასწარ დამზადებულ არმირებული ბეტონის ფილებს, და უზრუნველყოფს მის მდგრადობას. მათი განლაგება მოხდება 10 დან 5 სმ მდე ხრეშის ბალიშებზე და არ მოითხოვს მიწის თქხრილების მოწყობას. რაც თავიდან გვარიდებს არქეოლოგიური კვლევების საჭიროებას. პირველი იარუსის მოწყობის შემდეგ მასზე განლაგდება ბალასტი მთლიანი კონსტრუქციის სტაბილიზაციისთვის.

ერთიანი დროებითი კონსტრუქცია დამზადებულია საყოველთაოდ ცნობილი გერმანული კომპანია „ლეიერის“ მასალით. ეს მასალა არის ალუმინის შენადნობი და ამის ხარჯზე მინიმუმამდე არის დაყვანილი მისი წონა.

ალუმინის კონსტრუქციის კედლები შეფუთული იქნება PVC ს მასალით და ქარის და სტიქიის შემთხვევაში მეტი მდგრადობისთვის მის ქვეშ განლაგებული ბადე იქნება. სახურავზე არის გამოყენებული მყარი PVC კედერის მასალა რომელსაც გერმანელი მწარმოებელი კონსტრუქციასთან ერთად დაამზადებს.

კედლებზე გათვალიწინებულია ღიობები რომლის გაღების ან დაკეტვის შედეგად შესაძლებელია გადახურვის ქვეშ კლიმატის კონტროლი რათა მოხდეს ოპტიმალური გარემოს შექმნა ტაძრის კედლების შრობისთვის. კონსტრუქციის მდგრადობა გათვლილია ინჟინერმა ფოლკერ კნობლოხის მიერ, და იგი გათვლილია სოფელ გელათისთვის დამახასიათებელი ძლიერი ქარისა და სხვა შესაძლო სტიქიური მოვლენების ზეწოლის სტატისტიკური მონაცემებზე.

აღსანიშნავია, რომ გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე დღეს არსებული დროებითი გადახურვები მოექცევა ახალი ხარაჩოებისა და გადახურვის ქვეშ, და მათი დემონტაჟი განხორციელდება სახურავების კვლევის ეტაპზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ტაძრის დაცულობა შესაძლო ინფლიტრაციისგან. აღნიშნული ეტაპის განხორციელების წინასწარ განსაზღვრული ვადები შეადგენს 40
კალენდარულ დღეს, 2024 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით.” – წერს არქიტექტორი ვახტანგ ზესაშვილი გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ხარაჩოებისა და დროებითი გადახურვის პროექტში. 

ცნობისთის, გელათის სამონასტრო კომპლექსი 2 ივლისიდან 15 აგვისტომდე ვიზიტორებისა და მომლოცველებისთის დახურულია.

გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები 2019 წელს დასრულდა, თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დააბრალა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა.

გელათის რეაბილიტაციის პროცესის მართვა საქართველოს საპატრიარქომ კულტურულის სამინისტროსგან 2023 წლის 7 აპრილს გადაიბარა. მიმდინარე წლის მარტში კი გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო სამუშაოებისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 7 მილიონ 500 000 ლარი გამოყო.

გაზიარება20

დაკავშირებული -პოსტები

უმდიდრესი ადამიანების საფულეების 5 საიდუმლო

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
მთავარი

მილიონერების საფულეების ხუთი საიდუმლო ჩინური მონეტა კვადრატული ნახვრეტით – ფულის მაგნიტი მინიატურული მონეტა ცენტრში კვადრატული ხვრელით არის სტაბილური და უწყვეტი ფინანსური ნაკადის სიმბოლო ფენ-შუის კანონის მიხედვით. განსაკუთრებით ფასობს ცინის დინასტიის...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ეს ნიშანი მიიღებს იღბლიან ბილეთს

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
როდის არის სავსემთვარეობა ოქტომბერში და როგორ იმოქმედებს ის ჩვენს ცხოვრებაზე
მთავარი

მშვილდოსანი ტაროს კარტები გირჩევენ უარი თქვათ მწუხარებასა და ეჭვებზე. პარასკევს შეძლებთ საკუთარ თავს ყველა კარი გაუღოთ, ყველაზე ამბიციური გეგმებიც კი განახორციელოთ და უბრალოდ დატკბეთ ცხოვრებით. მიესალმეთ ცვლილებებს და ნუ მოგერიდებათ...

დაწვრილებითDetails

სრული ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბავშვის ბაღში დარეგისტრირება სურს – დეტალები

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო აქვეყნებს. რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ ხაშურში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინა

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
პოლიციამ ხაშურში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს, ხაშურის რაიონული სამმართველოსა და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის სამხარეო სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ო.ა. და 1998 წელს დაბადებულები: რუმინეთის მოქალაქე ა.ნ., ერითრეას მოქალაქე ფ.მ., იორდანიის მოქალაქე...

დაწვრილებითDetails

სომხეთის მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
სომხეთის მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი დააკავეს
მთავარი

სომხეთის შირაკის ეპარქიის წინამძღვარი, მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი დააკავეს - ამის შესახებ სომხური მედია წერს. მათივე ცნობით, მთავარეპისკოპოსს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. აჯაფახიანს წარდგენილი აქვს ბრალდება სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის...

დაწვრილებითDetails

„ძალიან მჭირს ამ პოსტის დაწერა… “- დიზაინერი სოსო კავკავაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
„ძალიან მჭირს ამ პოსტის დაწერა… “- დიზაინერი სოსო კავკავაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

დიზაინერი და დუეტ „პარალელური სამყაროს“ სოლისტი სოსო კავკავაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „დედამ  ბრძოლა შეწყვიტა. გამიფრინდა ზეცაში... ჯერ ადრე იყო ძალიან თუმცა... დედა წავიდა ზეცაში უფალთან. ძალიან მჭირს ამ პოსტის დაწერა...

დაწვრილებითDetails

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2025 წლის გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა. როგორც გავრცელებულ მიმართვაში ვკითხულობთ, ცენტრი სთხოვს მონაწილეებს, ყურადღებით გაეცნონ...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 4 ნიშანი ვარსკვლავურ საათში შედის – რა ელოდებათ მათ

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ნოემბრის თვის ყველაზე იღბლიანი დღეები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ლომი ლომებისთვის ეს დღე პიროვნული აღმავლობის დასაწყისია. მერკური ამ ნიშანში აძლიერებს მათ ხიბლსა და სიტყვის ძალას. მადლიერების, გულუხვობისა და სიუხვის განწყობის გამოხატვა კიდევ უფრო გააძლიერებს გავლენას სხვებზე და მიიზიდავს შესაძლებლობებს....

დაწვრილებითDetails

რა უნდა გააკეთოს ზოდიაქოს ნიშნებმა ზაფხულში

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

სად და როგორ უნდა დაისვენონ წელს ზოდიაქოს ნიშნებმა - ასტროლოგიური გზამკვლევი ცეცხლის ნიშნები – ვერძი, ლომი, მშვილდოსანი ვერძი: ალპების მთებში ლაშქრობა ან ექსტრემალური სპორტი საქართველოში, შვეიცარიაში ან კავკასიონზე ლომი: ხმელთაშუა ზღვის სანაპირო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"