„გირჩი – „ჩახდილები“, „დროა“ რუსული ფულით დაფინანსებული და ზონდერ პროკურორი გვარამია პოზიციონირებენ, რომ ახალი გუნდი, ახალი პლატფორმა არიან, რაც ბლეფია. ამას ქართულ საზოგადოებას ვერ შეასაღებენ. თუ გინდათ, ექსპერიმენტი ჩავატაროთ და ათი კაცი გავაჩეროთ, ვკითხოთ, გვარამია და მელია ასოცირდებიან ახალ სახესთან თუ „ნაცებთან“, „გირჩი – „ჩახდილი“ ჯაფარა ასოცირდება „ნაცებთან“, თუ ახალ სახესთან ისევე, როგორც ხოშტარია ასოცირდება „ნაცებთან“ და რუსებთან, თუ ახალ სახესთან? მგონი, დონორებს ატყუებენ და ჰგონიათ, რომ დიდ ფულს წამოიღებენ. რისი გამკეთებელია გვარამია ან ის, ჩემმა „ხაბემ“ საკუთარი პარტიიდან რომ ჩამოაგდო? საკუთარი პარტიიდან რომ ჩამოგაგდებენ და შემდეგ პოლიტიკაში დარჩები – რა ხარ?!“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქართველოს ორი...










