„უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც 2014 წელს ევროკავშირი თავის წევრ ქვეყნებში ვერ პოულობდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მისიისთვის (EUFOR RCA) მონაწილეობის მსურველებს, საქართველომ (“ქართული ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილებით) 150 ჯარისკაცის გაგზავნით, ევროკავშირის ეს მისია, ჩაშლას გადაარჩინა.
ჩვენ, ამ ურთულეს ოპერაციაში, ევროკავშირის არაწევრი ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, სამხედრო კონტინგენტით კი მეორე ქვეყანა საფრანგეთის შემდეგ,” – წერს შალვა პაპუაშვილი.










