„ზოგადად, ერთი დაკვირვებით ჩანს, რომ ყველაზე მეტად გიორგი გაბიტაშვილი წარმოადგენს კანდიდატს, რომელსაც ხელისუფლება დაუჭერს მხარს. საზოგადოებრივი ინტერესიც, ბუნებრივია, რომ მასზე ყველაზე მაღალია. ჩემთვისაც ყველაზე საინტერესოა მასთან გასაუბრება, რადგან წინასწარ ასეთი ინფორმაციაა ცნობილი. პიროვნულად მასთან შეკითხვები ნაკლებად მაქვს. ის იურისტია, ისევე როგორც მე და ერთი პერიოდის სტუდენტები ვართ თსუ-ში. შესაბამისად, მე მას არ მივიჩნევ ცუდ ადამიანად და მეორე საკითხია, დღევანდელ სისტემაში რას ნიშნავს მთავარი პროკურორი, რამდენად სწორია, ზოგადად, ახლა პროკურორის არჩევა და იმ ლეგიტიმაციით, რომელიც მმართველ ძალას გააჩნია, ეს საერთოდ სხვა საკითხია. მე საერთოდ სხვა ტიპის პროკურატურას ვეთანხმები, აქ პიროვნული ფაქტორები არაფერ შუაშია. სინამდვილეში, მგონია, რომ პროკურატურა უნდა იყოს დაზარალებულის წარმომადგენელი და შესაბამისად, ის უნდა იდგეს იმ პრინციპზე, რომ თუ არ არსებობს დაზარალებული, არ არსებობს დამნაშავე, რაც დღევანდელი სისტემისთვის წარმოუდგენელია“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ოქრო იაფდება, ვერცხლი კი ძვირდება-რა ღირს გრამი
მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასი მცირედით იაფდება, თუმცა საგულისხმოა, რომ უკანასკნელ მონაცემებთან შედარებით გაძვირებულია ვერცხლი. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 695 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში...










