საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადო ადგილი ოკაცეს კანიონი თითქმის ხუთთვიანი პაუზის შემდეგ ვიზიტორებისთვის გაიხსნა.
როგორც “მეგა ტვ”-ს მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ზაზა გაგუამ განუცხადა, ოკაცეს კანიონზე მეხამრიდები და დამცავი ბადეები კეTდება, შესაბამისად ვიზიტორებს კანიონის მონახულება წელიწადის ნებისმიერ დროს შეეძლებათ.
ზაზა გაგუამ ასევე აღნიშნა რომ, ოკაცეს კანიონზე სამომავლოდ ზიპლაინი, დაკიდული ხიდის და დათვის საბანაოზე ექსტრემალური ჩასასვლელის მოწყობა იგეგმება.
ცნობისთვის, ოკაცეს კანიონი, 11 თებერვალს დაიხურა და მაისის ბოლოს უნდა გახსნილიყო, თუმცა როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოდან “მეგა ტვ”-ს აცნობეს საუშაოები დროში უამინდობის გამო გაიწელა. ადგილობრივი მოსახლეობა კანიონის დახურვის გამო ბიზნესსექტორში შექმნილ პრობლემებზე საუბრობდა და ტურისტული ატრაქციის დროულ გახსნას მოითხოვდა.









