საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადო ადგილი ოკაცეს კანიონი თითქმის ხუთთვიანი პაუზის შემდეგ ვიზიტორებისთვის გაიხსნა.
როგორც “მეგა ტვ”-ს მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ზაზა გაგუამ განუცხადა, ოკაცეს კანიონზე სამომავლოდ ზიპლაინისა და დაკიდული ხიდის, ასევე დათვის საბანაოზე ექსტრემალური ჩასასვლელის მოწყობა იგეგმება. ზაზა გაგუას თქმით, ოკაცეს კანიონზე მონტაჟდება მეხამრიდები და დამცავი ბადეები, რაც შესაძლებელს გახდის რომ, კანიონმა სტუმრები წელიწადის ნებისმიერ დროს მიიღოს. მან ასევე ისაუბა თუ რა სამუშაოები ჩატარდა ოკაცეს კანიონზე. მისივე თქმით ტურისტულ ლოკაციაზე ვიზიტორებისთვის საფასური არ შეიცვლება.
ცნობისთვის, ოკაცეს კანიონი, 11 თებერვალს დაიხურა და მაისის ბოლოს უნდა გახსნილიყო, თუმცა როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოდან “მეგა ტვ”-ს აცნობეს საუშაოები დროში უამინდობის გამო გაიწელა. ადგილობრივი მოსახლეობა კანიონის დახურვის გამო ბიზნესსექტორში შექმნილ პრობლემებზე საუბრობდა და ტურისტული ატრაქციის დროულ გახსნას მოითხოვდა.









