ჭიათურის სოფელ ზოდში გუშინ საპროტესტო აქცია გაიმართა.
გასულ კვირას მოძრაობის ორ წევრს თბილისში ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ადგილობრივები ეფექტურ გამოძიებას, მოძალადებიისა და დამკვეთების დასჯას მოითხოვენ.
“უდიდესი ცინიზმია შენს მიწას იცავდე, შენს სასაფლაოს, შენს ეკლესიას, შენს სახლს, რომ არ დაგეგნგრეს და ამაზე გცემენ – აცხადებს მოძრაობა ზოდის გადარჩენისთვის აქტივისტი კოტე აბდუშელიშვილი.










