ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მკვლელობა მოხდა.
როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, 40 წლამდე კაცმა ჯერ მეზობელი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.
ადგილობრივები მკვლელობის სავარაუდო მიზეზზე არ საუბრობენ.
“არ ვიცი, რა დაპირისპირება ჰქონდათ ერთმანეთთან. დღეს ჩამოვიდა თბილისიდან. ცეცხსასროლი იარაღით მოკლა. შემდეგ კი მამის საფლავზე წავიდა და თავი მოიკლა”, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთი ადგილობრივი.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა,შენახვა, ტარებას გულისხმობს.