LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს

17 მაისს მოქალაქეების ქუჩაში გამოსვლით სახალხო რეფერენდუმი ჩატარდა-პაპუაშვილი

დაპოსტა 2024/06/27-ში
A A
5
ნახვა
გაზიარება

ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა – საქართველოს მილიონმა მოქალაქემ ქუჩაში თავისი გამოსვლით დაადასტურა მოთხოვნა, რომ პარლამენტმა მათი ხმა აქციოს კანონად და პარლამენტმა ამისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც დეპუტატებმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

პაპუაშვილის თქმით, 17 მაისს მოქალაქეების ქუჩაში გამოსვლით სახალხო რეფერენდუმი ჩატარდა.

„17 მაისს სახალხო რეფერენდუმი ჩატარდა მთლიანად საქართველოში, სადაც საქართველოს მილიონმა მოქალაქემ ქუჩაში თავისი გამოსვლით ქუჩაში დაადასტურა ამ პაკეტის მხარდაჭერა, მოთხოვნა, რომ პარლამენტმა მათი ხმა აქციოს კანონად, პარლამენტმა ამისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა და პირველი მოსმენით მიიღო“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კენჭისყრამდე კი პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ „გირჩის“ დეპუტატის გარდა საკითხის კენჭისყრის დროს დარბაზში ოპოზიცია არ იმყოფება და აღნიშნა, რომ ამით მათ არჩევანი გააკეთეს.

„კენჭისყრა დღევანდელი დღისთვის გადავდეთ, რათა ოპოზიციას ჰქონოდა შესაძლებლობა, დაფიქრებულიყო, ვის მხარეს დგებიან – საქართველოს, ქართული საზოგადოების მხარეს, თუ პროპაგანდის და სხვა, გარე, პოლიტიკური ჯგუფების ზეგავლენის ქვეშ არიან და ამიტომ არ იღებენ ამ კენჭისყრაში მონაწილეობას. როგორც ვხედავთ, ოპოზიციიდან მხოლოდ „გირჩია“ წარმოდგენილი კენჭისყრის დროს, „ევროპელი სოციალისტებიც“ გახლდნენ დღეს. სხვებმა ეს არჩევანი გააკეთეს და გააკეთეს არა საქართველოს და ქართული საზოგადოების სასარგებლოდ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკითხის განხილვა პლენარულ სხდომაზე გუშინ გაიმართა, კენჭისყრა კი დღეს შედგა. პაკეტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა.

დეპუტატებმა ასევე, კენჭი უყარეს „საქართველოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე საქართველოს ორგანული კანონის პროექტს – „ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“. მის სასარგებლო ხმა ასევე 78-მა დეპუტატმა მისცა.

გაზიარება2

დაკავშირებული -პოსტები

ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა

by მეგა TV
ნოემბერი 2, 2026
0
მადლობა ღმერთს,  არ გვქონია ომი და ვახერხებთ ამ ოკუპაციის პირობებში შევინარჩუნოთ მშვიდობა- ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა. ამიერიდან, ყოფილი პრემიერის სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში წარიმართება. შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოში ბრალდების მხარემ დააყენა, რაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დააკმაყოფილა. პროკურორ...

დაწვრილებითDetails

ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების მტრად წელსაც დაასახელდა

by მეგა TV
ნოემბერი 2, 2026
0
ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-ისგან ასაღები თანხა შეუმცირდა
მთავარი

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი წელსაც მოხვდა პრესის თავისუფლების მტრების სიაში - საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მედიის თავისუფლების შემზღუდველ 33 პირსა და ორგანიზაციას ასახელებს....

დაწვრილებითDetails

პროტესტის სიმბოლოდ ქცეული სიმღერის შესრულების გამო თორნიკე თოშხუა 5 000 ლართ დააჯარიმეს

by მეგა TV
ნოემბერი 2, 2026
0
თორნიკე თოშხუამ შიმშილობა დაიწყო
მთავარი

პროტესტის სიმბოლოდ ქცეული სიმღერის შესრულების გამო აქტივისტი სამართალდამრღვევად გამოაცხადეს - "პირველების" კორესპოდენტის ცნობით, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ თორნიკე თოშხუა 5 000 ლარით დააჯარიმა. შეგახსენებთ, რომ იგივე სიმღერის გამო ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაწყებულია ანა ჩიქოვანის მიმართაც.

დაწვრილებითDetails

მე-8 ციხის დირექტორი რამაზ ფირცხალავა გაათავისუფლეს

by მეგა TV
ნოემბერი 2, 2026
0
ვოლგოგრადის ოლქში პატიმრებმა ციხის თანამშრომლები მძევლად აიყვანეს – რუსული მედია
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით,  №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. მის ნაცვლად №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად დაინიშნა ნოდარ ქინქლაძე,...

დაწვრილებითDetails

სადგურის მოედანზე ხანძარი ლიკვიდირებულია

by მეგა TV
ნოემბერი 2, 2026
0
მთავარი

სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში  აცხადებენ ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების საფრთხე მეხანძრე-მაშველების მიერ არის მოხსნილი....

დაწვრილებითDetails

“ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ყველა დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას” – კობახიძე

by მეგა TV
ნოემბერი 2, 2026
0
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე
მთავარი

ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ყველა დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით,  თუ ადამიანები მოინანიებენ, აღარებენ, ამ შემთხვევაში...

დაწვრილებითDetails

ხანძარი სავაჭრო ობიექტებში გაჩნდა – ვითარება თბილისში

by მეგა TV
ნოემბერი 2, 2026
0
ხანძარი სავაჭრო ობიექტებში გაჩნდა – ვითარება თბილისში
მთავარი

თბილისში , სადგურის მოედანზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი გადასასვლელ ხიდთან მდებარე სავაჭრო ობიექტებში გაჩნდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.  

დაწვრილებითDetails

“ნუ მოგერიდებათ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა ნურც მოწინააღმდეგესთან და ნურც მეგობართან “- შალვა პაპუაშვილი ქართველ დიპლომატებს

by მეგა TV
ნოემბერი 2, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

მინდა, ქართველ დიპლომატებს განსაკუთრებით გითხრათ: ნუ მოგერიდებათ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა ნურც მოწინააღმდეგესთან და ნურც მეგობართან. ხანდახან სწორედ მეგობარს სჭირდება უფრო მეტად იმის შეხსენება, რომ პარტნიორობა არ ნიშნავს სხვისი პოლიტიკური ნების...

დაწვრილებითDetails

“იმდენად თვალსაჩინოა პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველი, რომ ჩვენ ბოლომდე ვართ წელში გამართულები” – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ნოემბერი 2, 2026
0
ირაკლი კობახიძის ბრიფინგი
მთავარი

იმდენად თვალსაჩინოა პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველი, რომ ჩვენ ბოლომდე ვართ წელში გამართულები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სარჩელის განხილვის პროცესს...

დაწვრილებითDetails

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

by მეგა TV
ნოემბერი 2, 2026
0
გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა
მთავარი

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, გეკა გელაძის მიერ თანამდებობის დატოვება ახალ პოზიციაზე გადასვლას უკავშირდება.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"