საქართვცელო პორტუგალიის მატჩის დაწყებამდე დათო ლიკლიკაძემ წინასწარმეტყველური პოსტი გამოაქვყენა, რომელიც მალევე ახდა:
“საწყალობელ იქმენ უბადრუკო კრისტიანო რონალდო!
დამიწყევლიხარ კაცთა უსასტიკესი წყევლით და პირველივე წუთიდან გისურვებ პორტუგალიის კარში ბურთს!
ვის ეჩემები? ვის ეშინია შენი?” – წერდა დათო ლიკლიკაძე.
2:0 – საქართველო ევროპის ჩემპიონატის მერვედ-ფინალშია! გუშინ ჯგუფური ეტაპიდან გასვლა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან – პორტუგალიის ნაკრებთან გამარჯვებით მოიპოვა.
ანგარიში მატჩის პირველივე წუთებზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. მეორე ტაიმში კი გიორგი მიქუატაძის პენალტით საქართველო ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა.
დაძაბული თამაში კვლავ გამოირჩეოდა მეკარის – გიორგი მამარდაშვილის სეივებით. პირველი გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია კი გუშინდელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ორდღიანი შესვენება გამოცხადდა. 30 ივლისს კი საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი ჩვენი დროით, 23:00 საათზე დაიწყება.










