LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
შალვა პაპუაშვილი

16 მაისს, თბილისში, გაიმართა შეხვედრა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან-პაპუაშვილი

დაპოსტა 2024/06/26-ში
A A
6
ნახვა
გაზიარება

საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვისთვის დადგენილი მოთხოვნები დაცულია და აღნიშნული კონსტიტუციური კანონების პროექტები მზად არის საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად კომიტეტებისა და პლენარულ სხდომაზე განსახილველად , – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებს კომისიის მუშაობის შედეგები გააცნო.

2024 წლის 3 აპრილს საქართველოს პარლამენტის 83-მა წევრმა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კონსტიტუციური კანონპროექტები.

ამ პროექტთან დაკავშირებით 2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 125-ე მუხლის შესაბამისად, პარლამენტმა დადგენილებით შექმნა კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია. აღნიშნულ კონსტიტუციური კანონების პროექტები გამოქვეყნდა საყოველთაო -სახალხო განხილვისთვის და ხელმისაწვდომი იყო საზოგადოებისთვის.

საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ შეხვედრები ჩაატარა რეგიონებში, კერძოდ, ქუთაისში, ამბროლაურში ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, მესტიაში, რუსთავში, თელავში, ბორჯომში, გორსა და თბილისში, სადაც მონაწილეობდნენ როგორც კომისიის, ისე პარლამენტის წევრები, აკადემიური, პროფესიული წრეების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და მოსახლეობა. ყველა სხდომის ოქმი, ისევე როგორც სრული ვიდეო ჩანაწერი განთავსებულია პარლამენტის youtube არხზე.

„გარდა ამისა, 16 მაისს, თბილისში, გაიმართა შეხვედრა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან, მათთვის ამ პროექტების გაცნობის მიზნით. ყველა ამ შეხვედრაზე, რომელიც რეგიონებში იმართებოდა, ასევე რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, მონაწილეების მხრიდან ამ პროექტების მიმართ იყო სრული მხარდაჭერა. საერთო ჯამში, შეხვედრებში მონაწილეობდა 5000-მდე ადამიანი. განხილვის დროს ვეკითხებოდით მონაწილეებს, რომ დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრება და სრული მხარდაჭერა იყო ამ პროექტთან დაკავშირებით. გარდა ამისა, 17 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს მოწოდებითა და ორგანიზებით, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გაიმართა საყოველთაო-სახალხო დემონსტრაცია. საქართველოს მილიონამდე მოქალაქე გამოვიდა დედაქალაქის და რეგიონების ქუჩებში და ამით ფაქტობრივად, შედგა სახალხო რეფერენდუმი ამ პროექტებთან დაკავშირებით. მთლიანად ჩვენმა ქვეყანამ იხილა თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს ამ პროექტს ჩვენი საზოგადოების მხრიდან.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საყოველთაო- სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ ამ კონსტიტუციური კანონის პროექტების კანონით გათვალისწინებული საყოველთაო-სახალხო განხილვა დასრულებულად მიიჩნია”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გაზიარება2

დაკავშირებული -პოსტები

პოლიციამ ვაშლიჯვარში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

by მეგა TV
ივლისი 5, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

პოლიციამ თბილისში, ვაშლიჯვარში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გუშინ ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული სიტყვიერი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მეზობელმა მეზობელი მოკლა

by მეგა TV
ივლისი 5, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმერეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.   უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქუთაისში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება ივლისში საქართველოში – პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
მთავარი

კლიმატური მონაცემებით ივლისის საშუალო ტემპერატურა ივნისთან შედარებით 2-3°C -ით მაღალია. ამ თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობში, ბარში და დასავლეთ საქართველოს მთაში +23, +25°C, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +20, +22°C...

დაწვრილებითDetails

ადგილები საქართველოში, სადაც ტურისტებიც კი იშვიათად ხვდებიან

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ადგილები საქართველოში, სადაც ტურისტებიც კი იშვიათად ხვდებიან
მთავარი

საქართველო მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ტურისტული მიმართულება ხდება. ქვეყანაში არაერთი ადგილია, სადაც ვიზიტორები იშვიათად ხვდებიან. თუ გსურთ ბუნებისა და ისტორიის აღმოჩენა ტურისტული ხალხმრავლობის გარეშე, ეს ადგილები ნამდვილად დაგაინტერესებთ. ტობავარჩხილის ტბები...

დაწვრილებითDetails

რეკორდული სიცხე ევროპაში – დაღუპულთა რაოდენობამ 3500-ზე მეტს მიაღწია

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
თავის ტკივილი სიცხეში – სპეციალისტის განმარტება
მთავარი

რეკორდულმა სიცხემ ევროპაში 3500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სინოპტიკოსების ცნობით, ტემპერატურამ სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში 45-47 გრადუსს მიაღწია. ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მძიმე ვითარებაა ესპანეთსა და იტალიაში, სადაც ძირითადად ხანდაზმული ადამიანები და გულ-სისხლძარღვთა...

დაწვრილებითDetails

ძლიერ სიცხეში ვერ იძინებთ? ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
რა უნდა იცოდეთ თუ გაღვიძებისას თავი გტკივათ
მთავარი

ზაფხულის ცხელი ღამეები ნამდვილ გამოწვევად იქცევა ხოლმე - შეხუთული ჰაერი და მაღალი ტემპერატურა ორგანიზმს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, რის გამოც გვიანობამდე ვერ ვიძინებთ, ღამით კი ხშირად გვეღვიძება. თუკი საძინებელში კონდიციონერი...

დაწვრილებითDetails

ყველაზე იღბლიანი თარიღები 2026 წლის ივლისში

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
როგორ გავიგოთ ვართ თუ არა იღბლიანი – ნახეთ იღბლის 5 გასაღები
მთავარი

2026 წლის ივლისის ყველაზე ცუდი თარიღები უკვე დავასახელეთ. ამჯერად ასტროლოგები გვირჩევენ, ყურადღება მივაქციოთ გარკვეულ თარიღებს, რომლებიც შეიძლება განსაკუთრებით ხელსაყრელი იყოს სხვადასხვა წამოწყებისთვის. საერთო ჯამში, თვის ენერგია დადებითი იქნება; ივლისი დიდი ცვლილებების დროა....

დაწვრილებითDetails

სანაპიროებზე უნდა ველოდოთ მღელვარებას და დიდ შტორმებს – ნინო ჩხობაძე

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
კლიმატის ცვლილების შედეგად კატასტროფული მდგომარეობაა – ნინო ჩხობაძე
მთავარი

„თბილისში სითბური ტალღები შესაძლოა, გაძლიერებული იყოს, რადგან ისეთი განაშენიანება გვაქვს, რომ ქალაქში განიავება ნაკლებად ხდება - დედაქალაქისთვის არამარტო ეს, არამედ შემდეგ წლებშიც ზაფხული იქნება რთული“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრას“...

დაწვრილებითDetails

შეუქცევადი დაზიანება ან სიკვდილი – ჯანდაცვის ახალ გამოწვევა

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
მთავარი

სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ის გამოცემაში გამოქვეყნებული University of Oxford-ისა და Mayo Clinic-ის ერთობლივი მიმოხილვის მიხედვით, ენცეფალიტი მსოფლიო ჯანდაცვისთვის მზარდ გამოწვევად იქცა. მკვლევრები დაავადების გავრცელების ზრდას ორ მთავარ მიზეზს უკავშირებენ: პირველი კლიმატის ცვლილებაა, რომელმაც...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასი გაიზარდა

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა კვლავ ზრდა დაიწყო. თბილისის დროით 12:30 საათისთვის, ერთი უნცია ოქროს ღირებულება 4 181 დოლარს შეადგენს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 1.70%-ით არის გაზრდილი. ზრდა ფიქსირდება ვერცხლის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"