LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვენეციის კომისია გენდერული კვოტირების გაუქმებასა და ცესკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მოსაზრებებს აქვეყნებს

ვენეციის კომისია გენდერული კვოტირების გაუქმებასა და ცესკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მოსაზრებებს აქვეყნებს

დაპოსტა 2024/06/26-ში
A A
6
ნახვა
გაზიარება

ვენეციის კომისია ორ მოსაზრებას აქვეყნებს, რომელიც გენდერული კვოტირების გაუქმებასა და ცესკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებულ ცვლილებებს ეხება.

ვენეციის კომისიის შეფასებები ვებგვერზე 24 ივნისს გამოქვეყნდა.

ვენეციის კომისია გენდერული კვოტების გაუქმებაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ მოსაზრებაში „ძალიან შეშფოთებულია“, რომ შესწორებები მიღებულ იქნა დაჩქარებული პროცედურით, წინასწარი საჯარო კონსულტაციების გარეშე, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სახალხო დამცველის, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული შეშფოთებების გათვალისწინების გარეშე.

კომისია საუბრობს ცვლილებების რისკებზე, მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნებამდე წელზე ნაკლები დრო არის დარჩენილი.

„უფრო მეტიც, შესწორებები, რომლებიც პოლიტიკური პარტიების კანდიდატების სიებს ეხება, გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე და მათი მიღება, როდესაც შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელიწადზე ნაკლებია დარჩენილი – რომელიც 2024 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი – საარჩევნო კანონის სტაბილურობასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებებს აჩენს”, – ნათქვამია მოსაზრებაში.

ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, როგორც მანამდე მოსაზრებების სერიაში უკვე გააკეთა, რომ საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობაში ხშირ-ხშირად შესწორებების შეტანის პრაქტიკა საარჩევნო პროცესის სამართლიანობისთვისა და დემოკრატიის ჩამოყალიბებისთვის სახელმწიფო მიმდინარე ძალისხმევებისთვის ძირის გამოთხრის რისკს აჩენს.

გარდა ამისა, ვენეციის კომისია პარლამენტსა და ადგილობრივ საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით სპეციალური დროებითი ზომების შემოღების რეკომენდაციას იძლევა.

„2020 წლის შესწორებები, საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში კანდიდატების სიებში გენდერული კვოტები, ისევე როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის ფინანსური წახალისებები, თანხვედრაში იყო ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებთან, მაგრამ ისინი ახლა გაუქმდა ისე, რომ ჩანაცვლებულ არ იქნა რამე სხვა ზომებით, რომლებიც ქალი კანდიდატების არჩევას უზრუნველყოფდა.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ქალების წარმომადგენლობის პარლამენტსა და ადგილობრივ საკრებულოებში გაზრდის მიზნით ვენეციის კომისია სპეციალური დროებითი ზომების შემოღების რეკომენდაციას იძლევა, როგორიცაა, გენდერული კვოტების ან ქალი კანდიდატების არჩევის უზრუნველყოფის სხვა აღიარებული მეთოდების ხელახლა შემოტანა, რაც არჩეული ქალების პროცენტს მნიშვნელოვნად გაზრდის“, – ნათქვამია ვენეციის კომისიის მოსაზრებაში.

რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესთან დაკავშირებულ მოსაზრებას, ვენეციის კომისია ძალიან შეშფოთებულია, რომ არც ერთი მისი რეკომენდაცია საქართველოს ოფიციალური პირების მიერ არ იქნა გათვალისწინებული, ნაწილობრივადაც კი.

კომისია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ – ახლა უკვე მიღებული – შესწორებები აშკარად არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ცესკოს დამოუკიდებლობისთვისა და არაპარტიულობისთვის და ამ ინსტიტუტისადმი საჯარო ნდობისთვის.

ასევე კომისია აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი უდიდესი წუხილი უკავშირებდა თავისუფალი პოზიციების შევსებისთვის “ჩიხიდან გამოსვლის მექანიზმს”.

„უფრო მეტიც, შემაშფოთებელია, რომ საარჩევნო კოდექსის ასეთი ფუნდამენტური ელემენტების შესწორებები მიღებულ იქნა მაშინ, როდესაც შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელიწადზე ნაკლებია დარჩენილი და რომელთა ჩატარებაც 2024 წლის ოქტომბერში იგეგმება, რაც საარჩევნო კოდექსის სტაბილურობის პრინციპს ეწინააღმდეგება.

თავდაპირველ მოსაზრებაში ვენეციის კომისიამ ხაზი გაუსვა, რომ შემდეგ არჩევნებთან მიმართებით ერთწლიანი ვადიდან გადახვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნას გამართლებული, თუ [შესწორებები] თანხვედრაშია იმ მოსაზრებაში ჩამოთვლილ საკვანძო რეკომენდაციებთან, უფრო ფართო მხარდაჭერასთან ერთად, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან. ამის მიუხედავად, ეს ორი პირობა, მიღების შემდგომ პროცესში არ იქნა შესრულებული. გასაოცარია, რომ საქართველოს პრეზიდენტის, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ვენეციის კომისიისა და ODIHR-ის მიერ წამოყენებული არც ერთი წუხილი არ იქნა გათვალისწინებული ამ პროცესში”, – ნათქვამია მოსაზრებაში.

ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ აღნიშნავს თავდაპირველ მოსაზრებაში გამოთქმულ თავის რეკომენდაციებს, მათ შორის უფრო ყოვლისმომცველი რეფორმისადმი მოწოდებას.

ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ აღნიშნავს:

„მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირიში წევრობისთვის თავისი განაცხადის წინ წაწევაზე მუშაობს, კომისია ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, გამოიყენონ ეს, როგორც იმპულსი დემოკრატიული პროცესების შემდგომი გაძლიერებისთვის.

ყველა სახელმწიფო უნდა აღიქვამდეს დემოკრატიას, როგორც დინამიურ პროცესს, რომელიც მყარ დიალოგს საჭიროებს, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით ინკლუზიური საპარლამენტო პროცესის ფარგლებში, ასევე, ხელს უწყობს ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის თანამშრომლობის სულისკვეთებას საერთო სიკეთისთვის”, – ნათქვამია მოსაზრებაში.

გაზიარება2

დაკავშირებული -პოსტები

„ჯუმბერ ბუჩაშვილმა მომაწოდა ინფორმაცია…“ – რა ახალ ინფორმაციას ავრცელებს ტარიელ კაკაბაძე დადიანიძის საქმეზე

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

„გურამ დადიანიძეს მამიდა ფსიქოლოგთან ატარებდა, მას წამლები ჰქონდა დანიშნული და გურამი მედიკამენტებს იღებდა“,- ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე ახალ დეტალებზე საუბრობს. როგორც კაკაბაძემ გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ განაცხადა,...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაცია თბილისში – ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 და 28 წლის ქალები დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
ქუთაისელი ე.წ. “კანონიერი ქურდის”  რევაზ ჭურაძის მკვლელობის საქმეზე 43 წლის ქალი დააკავეს
მთავარი

თბილისში საბურთალოს ტერიტორიაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი -  როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იტყობინება, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 და 28 წლის ქალები დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, პოლიციას...

დაწვრილებითDetails

მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე – მაია კოხტაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს
მთავარი

ახმეტელი ექიმი მაია კოხტაშვილი საზოგადოებას მადლობას უხდის. “მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე”, – ამბობს ექიმი. “მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო...

დაწვრილებითDetails

“ჩემი ფანჯრების წინ, ორი პატარა გოგო დაიჭირეს…მთელი პოლიცია აქაა” – რას წერს გიორგი ახობაძე

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
“ჩემი ფანჯრების წინ, ორი პატარა გოგო დაიჭირეს…მთელი პოლიცია აქაა” – რას წერს გიორგი ახობაძე
მთავარი

საბურთალოზე ორი გოგო სავარაუდოდ, ნარკოტიკების მისამართებზე დადების გამო დააკავეს - ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტი გიორგი ახობაძე ავრცელებს. როგორც ახობაძე წერს, საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებში მისი სახლის წინ ხდება - აქტივისტის...

დაწვრილებითDetails

მხიარულება გლოვად და უბედურებად იქცა – ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული მეგობრების ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
მხიარულება გლოვად და უბედურებად იქცა – ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული მეგობრების ვინაობა
მთავარი

13 სექტემბერს, საღამოს, მცხეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანაში მყოფი სამი ადამიანი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა. ავარიის...

დაწვრილებითDetails

რა ქონებას ფლობს კულტურის ახალი მინისტრი მაია ბითაძე

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
“მოსახლეობა დღეს იმაზე მეტად მობილიზებული, მშვიდი და თავდაჯერებულია, რომ 26-ში ჩვენ მშვიდად უნდა მივცეთ ხმა საქართველოს, რომ ეს არჩევნები ნამდვილად ძალიან მშვიდად ჩაივლის”- მაია ბითაძე
მთავარი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე წარადგინა. შეგახსენებთ, რომ კულტურის მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ არის, რაც თინათინ რუხაძემ 28 ივლისს პოსტი დატოვა. „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში რუხაძემ გადაწყვეტილების...

დაწვრილებითDetails

ამან კაცობრიობის გადაშენებამდე შეიძლება მიგვიყვანოს – „ხელოვნური ინტელექტის ნათლია“ გვაფრთხილებს

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
ამან კაცობრიობის გადაშენებამდე შეიძლება მიგვიყვანოს – „ხელოვნური ინტელექტის ნათლია“ გვაფრთხილებს
მთავარი

ბრიტანულ გაზეთ „დეილი მეილში“ (Daily Mail) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „ხელოვნური ინტელექტის ნათლია“ გვაფრთხილებს: „ზეგონიერ სისტემებს შეუძლიათ, ადამიანების გადაშენება გამოიწვიონ“ და მთავრობას მოუწოდებს, რომ მათი შემუშავება აკრძალოს“ (ავტორი - შივალი...

დაწვრილებითDetails

არ დავთმობთ – ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
” შვილებთან ერთად საკუთარ სულსაც ნუ წარიწყმენდთ”-ნიკო კვარაცხელიას დედა  ბრალდებულების მშობლებს მიმართავს
მთავარი

5 წელი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან - მოკლული ბიჭის დედა სოციალურ ქსელში წერს, რომ "არ დათმობს სამართლებრივ ჭრილში, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს". იზა ომაძე გამოქვეყნებულ პოსტში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთს, მკვლელებს და ამ...

დაწვრილებითDetails

საქართველოში საშუალო ხელფასი 2 389 ლარამდე გაიზარდა

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც  9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ – pmcg
ეკონომიკა

2026 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8%-ით ანუ 177.3 ლარით გაიზარდა და 2 389.3 ლარი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური...

დაწვრილებითDetails

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. 2026-2027 სასწავლო წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლებში 37 733 პირველკლასელია დარეგისტრირებული. „საგანმანათლებლო რესურსების“ ინფორმაციით, I, V, VII, IX და X კლასების მოსწავლეები წელს ახალი სასკოლო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"