“დღეს ჩვენ ოფიციალურად ვიწყებთ მოლაპარაკებებს უკრაინის გაწევრიანების შესახებ ევროკავშირში. ეს არის ისტორიული დღე ჩვენი ერისთვის. ევროკავშირი ჩვენთვის არის გაცილებით მეტი ვიდრე უბრალოდ ფიზიკური სივრცე. ეს არის ფასეულობები და იმედი. უკრაინის ათასობით შვილმა გაწირა სიცოცხლე დამოუკიდებელი, ევროპული უკრაინისთვის. მე ქედს ვიხრი მათ წინაშე და იმ სამხედროების წინაშე, რომლებმაც ეს დღე შესაძლებელი გახადეს და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია, რომ მიზანს მივაღწიოთ. გვესმის, რომ წინ რთული გზაა, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ” -ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი წერს და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას ეხმაურება
„ჯუმბერ ბუჩაშვილმა მომაწოდა ინფორმაცია…“ – რა ახალ ინფორმაციას ავრცელებს ტარიელ კაკაბაძე დადიანიძის საქმეზე
„გურამ დადიანიძეს მამიდა ფსიქოლოგთან ატარებდა, მას წამლები ჰქონდა დანიშნული და გურამი მედიკამენტებს იღებდა“,- ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე ახალ დეტალებზე საუბრობს. როგორც კაკაბაძემ გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ განაცხადა,...










