შეკრების თავისუფლებით სარგებლობა კიდევ უფრო გართულდა – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური მოხსენების დროს განაცხადა.
“2023 წელს აქტუალური იყო მშვიდობიანი შეკრების სარგებლობასთან დაკავშირებული გამოწვევები, შეკრების ფორმისა და შინაარსის შეზღუდვის საკანონმდებლო ინიციატივები, შეკრების დაშლის მიზნით განხორციელებული არაპროპორციული და, ზოგიერთ შემთხვევაში, არალეგიტიმური ღონისძიებები. შეკრების მონაწილეთა დაკავება კვლავ ეფუძნებოდა 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, რომელიც ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს.
2024 წელს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უმრავლესობას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც მოწმობს, რომ წელს სამართალდამცავები უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას დაკავებულების წინააღმდეგ, ვიდრე ეს გასულ წელს ხდებოდა.” – განაცხადა სახალხო დამცველმა