LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რაც არ უნდა განსხვავებული რეალობა შექმნათ, ეს არაფერს ცვლის-თეონა აქუბარდია

რაც არ უნდა განსხვავებული რეალობა შექმნათ, ეს არაფერს ცვლის-თეონა აქუბარდია

დაპოსტა 2024/06/25-ში
A A
6
ნახვა
გაზიარება

რაც არ უნდა განსხვავებული რეალობა შექმნათ, ეს არაფერს ცვლის, გარდა იმისა, რომ თქვენ ყველა, ივანიშვილთან ერთად, პასუხისმგებელი ხართ იმაზე, რომ ამ ქვეყნის ცივილიზაციურ არჩევანს უარი უთხარით, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს.

მისი განცხადებით, ეს არის ქვეყნის მტრობა და ღალატი, რასაც ქართველი ხალხი პასუხს 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე გასცემს.

„ალტერნატიული რეალობა გაქვთ შექმნილი და ამ ალტერნატიული რეალობით ცდილობთ, მათ შორის მოატყუოთ საკუთარი ხალხი. ვცდილობ, ალტერნატიული, განსხვავებული, ადეკვატური რეალობის შესახებ გესაუბროთ – გუშინ საქართველოსთან დაკავშირებით უმძიმესი დებატები იყო. ის ხალხი, ვინც აქ ამბობთ, „ღირსებით ევროპისკენ“ მივდივართო და ამ დროს უღირსად რუსეთისკენ გინდათ ქვეყანას თავი რუსეთისკენ უკრათ, კიდევ ერთხელ გითხრათ, მათ შორის ჯოზეფ ბორელმა, რომ მატყუარები ხართ, რომ ატყუებთ საკუთარ ხალხს, თითქოს ევროპისკენ მიდიხართ. ღიად გითხრეს, რომ თქვენ საქართველო ევროპას დააშორეთ. ღიად გითხრეს, რომ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად გამოყოფილი თანხაც საფრთხის წინაშე დადგებაო, თავი რომ დავანებოთ პერსონალურ სანქციებს და იმას, ოქტომბრის შემდეგ რა შეიძლება მოხდეს. ახლა აქ რომ დგახართ და ლაპარაკობთ, უადგილო არის კითხვები საქართველოს კურსთან დაკავშირებითო, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობდა ამას. ამ შემთხვევაში, საქართველოს კურსთან დაკავშირებით კითხვები აღარ არის, უკვე ადეკვატური აღქმაა და პირდაპირ გეუბნებიან, საქართველო ევროკავშირს დააშორეთო. შესაბამისად, როდესაც ჯოზეფ ბორელი ღიად გეუბნებათ, რომ უმაღლესი პირები დეზინფორმაციას ავრცელებენო, ეს ყველაფერი არის დიაგნოზი და რაც არ უნდა განსხვავებული რეალობა შექმნათ, ეს არაფერს ცვლის, გარდა იმისა, რომ თქვენ ყველა, ივანიშვილთან ერთად პასუხისმგებელი ხართ იმაზე, რომ ამ ქვეყნის ცივილიზაციურ არჩევანს უარი უთხარით. ქართველ ხალხს ტყუილებს ეუბნებით.

როდესაც ლაპარაკობთ საქართველოს რეპუტაცია ზიანდება და დასავლეთი დეზინფორმაციას ავრცელებსო, მთავარი დეზინფორმატორები თქვენ ხართ. მაშინ როდესაც პარტნიორების გაბუტვასა და მუქარაზე საუბრობთ, პარტნიორები კი არ გებუტებიან, გიხსნიან, რომ საქართველოსთვის კარი ღიაა, თქვენთვის კი არა, თქვენ უკვე დასანქცირებული ხართ და დანარჩენები კიდევ იმად შერაცხილები, რასაც ხალხი გიწოდებთ. როდესაც ლაპარაკობთ პარტნიორების მუქარაზე, ეს მუქარა კი არა რეალობაა, რომელიც გინდათ გადაასხვაფეროთ და დასავლეთს გადააბრალოთ ის, რომ ქვეყნის კურსი რუსეთისკენ შემოატრიალეთ“,-განაცხადა აქუბარდიამ.

გარდა ამისა, მან ქართულ ჯარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ევროკავშირის დაფინანსებაც გაიყინოს.

„თქვენ რომ იყავით ბატონო შალვა წასული სამხედრო მაისურით ზელენსკის სტილში, რა უთხარით თქვენს ჯარს, რა გააკეთეთ აქ, რომ ამერიკული დაფინანსება ქართული ჯარისთვის გაყინული იქნება? ევროკავშირის 33 მილიონიანი დაფინანსება შესაძლებელია გაიყინოს წელს და გაისად კიდევ კაცმა არ იცის, რა მოხდება. ჩვენი თავდაცვისუნარიანობა იმ ამოცანებს, რასაც შეკავება ჰქვია, შეასრულებს თუ არა? ძალიან მაინტერესებს ჯარს თქვენ რას ეტყვით? ქვეყნის მტრობა და ღალატი ნორმალური არ არის. ამიტომ, ამას პასუხს ქართველი ხალხი ოქტომბერში გასცემს“, – განაცხადა აქუბარდიამ.

გაზიარება2

დაკავშირებული -პოსტები

„ჯუმბერ ბუჩაშვილმა მომაწოდა ინფორმაცია…“ – რა ახალ ინფორმაციას ავრცელებს ტარიელ კაკაბაძე დადიანიძის საქმეზე

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

„გურამ დადიანიძეს მამიდა ფსიქოლოგთან ატარებდა, მას წამლები ჰქონდა დანიშნული და გურამი მედიკამენტებს იღებდა“,- ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე ახალ დეტალებზე საუბრობს. როგორც კაკაბაძემ გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ განაცხადა,...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაცია თბილისში – ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 და 28 წლის ქალები დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
ქუთაისელი ე.წ. “კანონიერი ქურდის”  რევაზ ჭურაძის მკვლელობის საქმეზე 43 წლის ქალი დააკავეს
მთავარი

თბილისში საბურთალოს ტერიტორიაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი -  როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იტყობინება, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 და 28 წლის ქალები დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, პოლიციას...

დაწვრილებითDetails

მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე – მაია კოხტაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს
მთავარი

ახმეტელი ექიმი მაია კოხტაშვილი საზოგადოებას მადლობას უხდის. “მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე”, – ამბობს ექიმი. “მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო...

დაწვრილებითDetails

“ჩემი ფანჯრების წინ, ორი პატარა გოგო დაიჭირეს…მთელი პოლიცია აქაა” – რას წერს გიორგი ახობაძე

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
“ჩემი ფანჯრების წინ, ორი პატარა გოგო დაიჭირეს…მთელი პოლიცია აქაა” – რას წერს გიორგი ახობაძე
მთავარი

საბურთალოზე ორი გოგო სავარაუდოდ, ნარკოტიკების მისამართებზე დადების გამო დააკავეს - ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტი გიორგი ახობაძე ავრცელებს. როგორც ახობაძე წერს, საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებში მისი სახლის წინ ხდება - აქტივისტის...

დაწვრილებითDetails

მხიარულება გლოვად და უბედურებად იქცა – ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული მეგობრების ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
მხიარულება გლოვად და უბედურებად იქცა – ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული მეგობრების ვინაობა
მთავარი

13 სექტემბერს, საღამოს, მცხეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანაში მყოფი სამი ადამიანი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა. ავარიის...

დაწვრილებითDetails

რა ქონებას ფლობს კულტურის ახალი მინისტრი მაია ბითაძე

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
“მოსახლეობა დღეს იმაზე მეტად მობილიზებული, მშვიდი და თავდაჯერებულია, რომ 26-ში ჩვენ მშვიდად უნდა მივცეთ ხმა საქართველოს, რომ ეს არჩევნები ნამდვილად ძალიან მშვიდად ჩაივლის”- მაია ბითაძე
მთავარი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე წარადგინა. შეგახსენებთ, რომ კულტურის მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ არის, რაც თინათინ რუხაძემ 28 ივლისს პოსტი დატოვა. „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში რუხაძემ გადაწყვეტილების...

დაწვრილებითDetails

ამან კაცობრიობის გადაშენებამდე შეიძლება მიგვიყვანოს – „ხელოვნური ინტელექტის ნათლია“ გვაფრთხილებს

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
ამან კაცობრიობის გადაშენებამდე შეიძლება მიგვიყვანოს – „ხელოვნური ინტელექტის ნათლია“ გვაფრთხილებს
მთავარი

ბრიტანულ გაზეთ „დეილი მეილში“ (Daily Mail) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „ხელოვნური ინტელექტის ნათლია“ გვაფრთხილებს: „ზეგონიერ სისტემებს შეუძლიათ, ადამიანების გადაშენება გამოიწვიონ“ და მთავრობას მოუწოდებს, რომ მათი შემუშავება აკრძალოს“ (ავტორი - შივალი...

დაწვრილებითDetails

არ დავთმობთ – ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
” შვილებთან ერთად საკუთარ სულსაც ნუ წარიწყმენდთ”-ნიკო კვარაცხელიას დედა  ბრალდებულების მშობლებს მიმართავს
მთავარი

5 წელი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან - მოკლული ბიჭის დედა სოციალურ ქსელში წერს, რომ "არ დათმობს სამართლებრივ ჭრილში, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს". იზა ომაძე გამოქვეყნებულ პოსტში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთს, მკვლელებს და ამ...

დაწვრილებითDetails

საქართველოში საშუალო ხელფასი 2 389 ლარამდე გაიზარდა

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც  9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ – pmcg
ეკონომიკა

2026 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8%-ით ანუ 177.3 ლარით გაიზარდა და 2 389.3 ლარი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური...

დაწვრილებითDetails

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. 2026-2027 სასწავლო წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლებში 37 733 პირველკლასელია დარეგისტრირებული. „საგანმანათლებლო რესურსების“ ინფორმაციით, I, V, VII, IX და X კლასების მოსწავლეები წელს ახალი სასკოლო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"