ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ძალიან წვალობენ. სინამდვილეში, არიან ერთი ქოლგის ქვეშ. ნათელაშვილის ფანჩატური სალომეს ფანჩატურად გადაიქცა. თავად სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამ დავალებების მიმღებების საერთო ქვაბში იხარშება, სამწუხაროდ და ამის თქმა ცოტა მძიმეა, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ და ნიკა გვარამიას თოჯინა გახდა. ადამიანი, რომელიც გუშინ რეზიდენტს უწოდებდა, მისი დავალების მიმცემი გახდა. დავალების მიმღებისგან დავალებებს იღებს. მესამე რგოლია დავალების მიმღებთა შორის“, – განაცხადა მდინარაძემ.
როგორი ამინდი იქნება ივლისში საქართველოში – პროგნოზი
კლიმატური მონაცემებით ივლისის საშუალო ტემპერატურა ივნისთან შედარებით 2-3°C -ით მაღალია. ამ თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობში, ბარში და დასავლეთ საქართველოს მთაში +23, +25°C, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +20, +22°C...










