ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს დღეიდან ოფიციალურად დაიწყებს. მოლაპარაკებები ევროკავშირის მთავრობათაშორისი კონფერენციებით გაიხსნება, რომელიც დღეს ლუქსემბურგში გაიმართება.
მთავრობათაშორის კონფერენციაზე ევროპული მხარე წარადგენს მოლაპარაკებების ჩარჩოს, რომელიც შემდგომი მოლაპარაკებების საფუძველი გახდება და მის შინაარსს, ფორმატსა და წესრიგს განსაზღვრავს.










