,,ძალიან დასაფიქრებელია გიორგი გახელაძის წასვლა.
იცხოვრო ისე, რომ სულ უანგაროდ გასცემდე. დღისით სახლიდან გახვიდე, ცუდად გახდე (მნიშვნელობა არ აქვს განზრახ თუ ისე), კამერებმა დაგაფიქსირონ, მთელი ქვეყანა გეძებდეს, მათ შორის მთელი ძალოვანი სტრუქტურები – 6 დღე და ღამე, ხოლო შენ კვდებოდე მარტო, ტყეში…
ძალიან მძიმეა ამის წარმოდგენა, მით უფრო სახელმწიფოს ესოდენ დიდი უსუსურობის გააზრება 2024-ში, როდესაც კამერების დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გამო იყო გათიშული.
უსუსურობის და უმწეობის შეგრძნება ავსებს ჩემ გონებას, როდესაც წარმოვიდგენ გიორგის, ან ნებისმიერ სხვა ადამიანს, მის, ან მისი ახლობლების ადგილას.
დროებით მეგობარო.
სახელმწიფომ, შესაბამისად საზოგადოებამ შეგიწყო ხელი რომ გაფრენილიყავი, ვერავინ შეგიშალა…
ყოველთვის, როდესაც სახელმწიფოს უხდით გადასახადებს, ან საქართველოს მოქალაქეობით, ან პასპორტით ამაყობთ დაფიქრდით, თქვენი გაღებულის სანაცვლოდ რას გასცემს სახელმწიფო, როგორ გიცავთ, ან როგორ და რითი გიდგათ გვერდში.
მთელი ცხოვრება უანგაროდ გასცემდე და მერე მარტო ტყეში, წიწვების ცვენა, ცა… სიჩუმე…” – წერს სოციალურ ქსელში გიორგი თუმანიშვილი.
პროფესორი გიორგი გახელაძე ექვსდღიანი ძებნის შემდეგ გუშინ გარდაცვლილი იპოვეს.










