“გთხოვთ! თუ დაინახავთ და ეჭვი გაქვთ, რომ გიორგია, გააჩერეთ, სადაც არ უნდა იყოს. დაგაჯარიმებენ? მე გადავიხდი. ჩამოდით მანქანიდან, ავტობუსიდან, დარეკეთ 112 ში და არ მოშორდეთ, ვიდრე არ მოვლენ!” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაკარგული პროფესორს, გიორგი გახელაძის მეუღლე წერს.
57 წლის პროფესორი 19 ივნისს დაიკარგა. ის სახლიდან უნივერსიტეტში წავიდა. ბოლოს მისი ტელეფონი ანძამ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირა. სამძებრო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან და მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ჩართულები არიან გიორგი გახელაძის ოჯახის წევრები და მოხალისეები.
“ამ წამს დამირეკეს რომ დაინახეს მთაწმინდის სასაფლაოს შესასვლელთან იჯდა ბორდიულზე თუ ვინმე ხართ ახლომახლო წადით მანდეთ პოლიციაც გაფრთხილებულია. ქალმა დარეკა, ავტობუსიდან დავინახეო.”
“შეეშალა ქალბატონს ვინც დაგვირეკა .ვგულისხმობ და ოქროყანის სასაფლაოს. მივედით ადგილზე და არ ჩანს. სასაფლაოზე შევალთ ახლა.” -წერდა დაკარგული პროფესორის მეუღლე დღეს დილით.
თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ, დამირეკეთ: 599311090 – წერს ირმა მალაციძე.










