“დღევანდელ თამაშს მაინც დადებითად შევაფასებდი, მინდა მივულოცო ქართველ ხალხს პირველი ქულა ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ვერ მოვიგეთ და დაგეგმილი 3 ქულა ვერ მოვიპოვეთ. გვქონდა ძალიან კარგი მომენტები და შანსები ამისთვის, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. ვფიქრობ, უიღბლობა აქაც ჩანდა.
ის დავალებები, რაც მწვრთნელმა მოგვცა, სანახევროდ შესრულდა და მეტიც შეიძლებოდა გაგვეკეთებინა. მინდა ქართველ ხალხს ვუთხრა, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პორტუგალიასთან ჩვენი ნამდვილი სახე ვაჩვენოთ”, – ანზორ მექვაბიშვილი ჩეხეთთან მატჩის შემდეგ
როგორი იქნება ვალუტის კურსი უქმეებზე
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6415 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6415 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6424 ლარი იყო....










