“სულ მალე ქუთაისზე შექმნილ სატელეფონო თამაშს იხილავთ, თანაც სავსეს ქალაქისათვის ნაცნობი, სახასიათო სიმბოლოებით მოთამაშეს არგოს ხომალდით აღელვებულ ტალღებში ცურვა და ოქროს საწმისის მოპოვება მოუწევს. ქუთაისის ისტორიული ძეგლებით სავსე ქუჩებს პიკასოს ბიჭთან ერთად მოივლის. პეტრე ოცხელის „ფრთოსანი მღებავიც“ არ დაგვავიწყდეს, ღამიან ცაში რომ ილივლივებს ქუთაისის სიყვარულითა და ათასწლოვანი კულტურით შთაგონებული ციფრული ხელოვნების ეს ნიმუში ყველასათვის ხელმისაწვდომი და უფასო იქნება
” – წერს DMO იმერეთი სოციალურ ქსელში
თამაშს “ოდისეა: ქუთაისო” ერქმევა, რომლის შესახებაც იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ (DMO) ხელმძღვანელის მარი დევიძემ “ქუთაისიპოსტთანს”ინტერვიუში ისაუბრა.
“ჩვენ ვამაყობთ, რომ გავცდით ჩვეულ ფორმატებს, კლიპებს და ვიდეორგოლებს და ჩვენი ქალაქის ტურისტების დაინტერესებას ახალი ტექნოლოგიებით შევეცადეთ. კარგი იქნება, თუ თამაშს ქუთაისზე გამოიწერენ, გაერთობიან, თან ქუთაისის კულტურას და მის ესთეტიკას გაეცნობიან. ეს არის სამნაწილიანი თამაში: პირველში არის არგო, რომელიც მოძრაობს ტალღებში და ლახავს სხვადასხვა დაბრკოლებას. მეორე ნაწილში – პიკასოს ბიჭი დარბის მე19- მე-20 საუკუნის ქუთაისში და ისიც ლახავს დაბრკოლებებს, მესამე ნაწილში კი ოცხელის მფრინავი მღებავია, რომელიც ღამის ცაში მიიკვლევს თავის გზას”,- ამბობს მარი დევიძე “ქუთაისიპოსტთან” ინტერვიუში.









