💥⚽️ გელა კიკალეიშვილი – 65
♦დაიბადა 1959 წლის 16 ივნისს ქუთაისში. მეკარე
პირველი მწვრთნელი – კარლო ხურციძე
♦თამაშობდა სსრკ პირველ ლიგაში “ტორპედოს” დუბლშემადგენლობაში, სამტრედიის “ლოკომოტივში’ (სსრკ ჩემპიონატის მე-2 ლიგა, 1978 – 1979), ვანის “სულორში” (1979 – 1992), წყალტუბოს “სამგურალში” (1993-1995), ქუთაისის “ტორპედოში (1996-1997).
“ლოკომოტივის” რიგებში საკავშირო მე-2 ლიგის მე-4 ზონის მე-2 პრიზიორი
♦”სულორის” შემადგენლობაში საქართველოს თასის ორგზის მფლობელი (1980-81), საქართველოს პირველობის ოთხგზის მე-2 პრიზიორი (1980, 83, 84, 88) და მე-3 პრიზიორი (1982).
სპორტსაზოგადოება “ლოკომოტივის საკავშირო ნაკრების წევრი
11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმების უბადლო შემსრულებელი. სხვადასხვა დროს გატანილი აქვს 30 გოლი, აქედან 7 ეროვნულ ჩემპიონატში. ვანის საპატიო მოქალაქე.
♦1998 წლიდან სამწვრთნელო სამუშაოზეა “ტორპედოში”.
გუნდთან ერთად საქართველოს 3-გზის ჩემპიონი, 3-გზის ვერცხლის პრიზიორი, 3-გზის თასის მფლობელი, თურქმენეთის პრეზიდენტის თასის მფლობელი.
♦️ ამჟამად ‘ტორპედოს“ აკადემიის მეკარეების მწვრთნელია
პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დღეს სრულდება
2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაციის IV ეტაპი დღეს, 24:00 საათზე დასრულდება. ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს. „აღნიშნული ეტაპის ფარგლებში ყველა მსურველს შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს საქართველოს...









