„ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას. ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის. როგორც კი „ოცნება“ დამარცხდება, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დავაჩქარებთ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და უზრუნველვყოფთ საბოლოო წევრობას. საქართველოს უკუსვლა ევროინტეგრაციის გზაზე სრულად არის ანტი-დასავლური ხელისუფლების ბრალი, რომელმაც არ გაატარა დემოკრატიული რეფორმები და გააფორმა საგარეო კურსის ცვლილება ქვეყანაში“, – აცხადებს გიორგი გახარია.
ქუთაისში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 694 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 4575 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას...









